"დაკუნთული" კატა კანადიდან სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა (+ვიდეო)
"კატა-კუნთი" კანადიდან სოციალური ქსელების ახალი გმირი გახდა. შინაურ ცხოველს Twitter-ზე აქვს საკუთარი გვერდი, სადაც 16 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.


კატა თავისი მოძმეებისგან არა მარტო სიდიდით გამოირჩევა, არამედ მას მთელი სხეული დაკუნთული აქვს და როგორც ვიდეოდან ჩანს, ეს ფოტოშოპი არ არის.

ვეტერინარმა დენ სმიტმა პორტალ "BuzzFeed"-თან საუბრისას აღნიშნა, რომ კატას შესაძლოა  გენეტიკური მუტაცია აქვს.

Zooclub

"ეს უნიკალური შემთხვევაა. არსებობს გენეტიკური მუტაცია, რომელიც ძირითადად ძროხების გარკვეულ ჯიშებთან გვხვდება. მას ეწოდება "ორმაგი კუნთიანობა"(მიოსტატინი). მსგავსი შემთხვევა, ისიც ძალიან იშვიათად, ძაღლებზე გამიგია, მაგრამ კატაზე შესაძლოა ეს პირველი შემთხვევა
იყოს", - ამბობს ვეტერინარი.

Zooclub

ინტერნეტ მომხმარებლებმა "კატა-კუნთი" მალევე შეიყვარეს და მის ფოტოებზე სხვადასხვა "მემო" შექმნეს.

ასევე იხილეთ:

როჯერი - დაკუნთული კენგურუ


ასეთი კატა თქვენ ჯერ არ გინახავთ


დიმიტრი
კუნთიანი კიარადა გასივებულია ჭამისგან ))))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?