უცნაური ცხოველი ჩიკაგოდან - იშვიათი მუტანტი აღმოჩნდა
უცნაური ცხოველი ჩიკაგოდან - იშვიათი მუტანტი აღმოჩნდა
უცნაური ცხოველი, რომელიც ამერიკის ქალაქ ჩიკაგოში (ილინოისი) შეამჩნიეს, აღმოჩნდა მელია იშვიათი გენეტიკური მუტაციით.

შეტყობინება თეთრ ბეწვიან ცხოველზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ რაიონში გამოჩნდა, რამდენიმე კვირის მანძილზე შემოდიოდა ჩიკაგოს ცხოველთა კონტროლის განყოფილებაში.
თვითმხილველებს ის კოიოტი, ან უსახლკარო ძაღლი ეგონათ.

სინამდვილეში ცხოველი აღმოჩნდა დაახლოებით 5 თვის ასაკის მელია, რომელიც თავის პატრონს, ჩიკაგოს ერთ-ერთ მცხოვრებს გაექცა. მისი უცნაური შეფერილობა ლეიკიზმით აიხსნება. ესაა იშვიათი მუტაცია, რომლის დროსაც ცხოველი ნაწილობრივ კარგავს გარეგანი გარსის პიგმენტაციას.

ცხოველის დაჭერა ჯერ ვერ მოხერხდა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?