error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/9ba8a7a4160699ed0a60b2e0f46a0698.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
უსახლკარო ძაღლი ბეწვში ისე გაიბლანდა, რომ თათებს ვეღარ ამოძრავებდა (+ფოტო)
უსახლკარო ძაღლი ბეწვში ისე გაიბლანდა, რომ თათებს ვეღარ ამოძრავებდა (+ფოტო)
ერთი თვის მანძილზე ფრაი სქელი და აბურდული მეწვის ფენაში არ ჩანდა. ის უსახლკარო იყო და ჩიკაგოს მატარებლის ლიანდაგებზე დახეტიალობდა, გაურბოდა მაშველებს, რომლებიც მის დაჭერასა და დახმარებას ცდილობდნენ.

მას ადამიანები აჭმევდნენ. ასე გაჰქონდა თავი, სანამ ფონდი Trio Animal Foundation-ი (TAF) არ დაეხმარა.

“საჭირო გახდა მისი გაპარსვა, რადგან არ ჩანდა ძუ იყო, თუ ხვადი", - წერდნენ ფონდის ფეისბუქზე. - "ექსკრემენდები, შარდი, ტოტები, ჭუჭყი ბეწვს იყო აკრული და ძაღლს მჭიდროდ ფარავდა, კანი ფაქტობრივად არ სუნთქავდა”.

Zooclub

ფრაის ბეწვი იმდენად აბურდული იყო, რომ მას თათების ბოლომდე
გაშლა არ შეეძლო.
მხოლოდ მას მერე, რაც მისი ბეწვი გაპარსეს, სამი წლის ძაღლმა შეძლო კომფორტის
შეგრძნება და რამდენიმე კვირიანი ჯოჯოხეთის შემდეგ სიმსუბუქე იგრძნო.

Zooclub

ის წამლიან თბილ აბაზანაში აბანავეს, შემდეგ კი შემოწმებაზე წაიყვანეს ვეტერინართან, სადაც მას შიდა პარაზიტები დაუდგინეს, მათ შორის გულის გელმინტიც.

ცხადი გახდა, რომ ფრეის ბოლომდე გამოჯანმრთლებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა.

საბედნიეროდ, მას გამოუჩნდა დროებითი შემფარებელი, რომლისგანაც ძაღლმა ის სიყვარული და ყურადღება მიიღო, რასაც მართლა იმსახურებდა.

მშიშარა ძაღლი ფრაი, რომელიც ხმაურს გაურბოდა, გადაიქცა ძაღლად, რომელიც ყურადღების მისაქცევად ხმამაღლა ყეფს და თამაშობს.

აქვე, ის ყოველ წუთს საოცრად გამოხატავს დიდ მადლიერებას თავისი ახალი პატრონებისადმი.

დროებითმა ოჯახმა, რომელიც ასე ეხმარებოდა ფრაის აღდგენასა და ყველა პრობლემის დაძლევაში, ძაღლი სამუდამოდ დაიტოვა.

Zooclub

“მათ ისე უყვართ ფრაი, რომ უბრალოდ ვერ შეძლეს მასთან განშორება”, - დაწერეს ფონდის ფეისბუქზე.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?