ტობი - ძაღლი ორი ცხვირით (+ვიდეო)
ტობი - ძაღლი ორი ცხვირით (+ვიდეო)
ტობი ადრე უსახლკარო იყო, ავსტრალიური ჯიშის ნაგაზს გავდა და კალიფორნიაში, ქალაქ ფრესნოს ქუჩებში სეირნობდა. როდესაც დაიჭირეს, ძალიან გაუკვირდათ - ძაღლს გაორებული ცხვირი ჰქონდა, ფაქტობრივად, ის ორცხვირა იყო.

მათ ანომალიის მქონე 2 წლის ძაღლის დაძინება გადაწყვიტეს, რადგან ეგონათ, რომ პატრონს ვერასოდეს უპოვიდნენ, მაგრამ ტობის გაუმართლა.

ტოდ რეის ლოს-ანჯელესიდან ძალიან უყვარს ცხოველები უცნაური ანომალიებით და მათ აგროვებს. მოცემულ მომენტში იგი გინესის რეკორდების წიგნშია შესული ორთავიანი ცხოველების მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექციით.
Zooclub
მას საკუთარი პოპულარული გასართობი დაწესებულება აქვს, სახელად Venice Beach Freakshow, სადაც ყველა მისი
უცნაური არსება ცხოვრობს - ორთავა იგუანა, ორთავა კუ და ასეთივე გველი. მათთან ასევე თავისებური ადამიანები
მუშაობენ - წვერიანი ქალი, გოგონა, რომლის სხეულიც ტატუირებით არის დაფარული და სხვანი.Zooclub
როდესაც ტოდმა შემთხვევით შეიტყო ორცხვირა ძაღლის შესახებ, აღფრთოვანდა.

"ყველა, ვინც კი მას ხედავს, მოხიბლულია," - ამბობს ტოდი, - "ის ყველაზე საყვარელი ძაღლია დედამიწაზე!"
Zooclub
როგორც კი ტოდმა ტობი წაიყვანა, მაშინვე ვეტერინართან მივიდნენ, რათა დარწმუნებულიყო, რომ ორი ცხვირი ძაღლის ჯანმრთელობას პრობლემას არ უქმნიდა. ვეტერინარის განცხადებით, ტობი სრულიად ჯანმრთელი იყო და სუნთქვასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ექმნებოდა.

ამჟამად ტობი უკვე ლოს-ანჯელესში Venice Beach Freakshow-ს ეჩვევა და ხვდება დამთვალიერებლებს, რომლებიც სპეციალურად მის სანახავად მიდიან.
Zooclub
"მოხიბლული ვარ ყველა ამ უცნაური ცხოველით," - ყვება ტოდი თავის გატაცებაზე, -"მათი განსაკუთრებულობები მშვენიერია და ეს ჩვენთვის გარკვეული გაკვეთილია იმისა, რომ ყოველი ადამიანი სათითაოდ უნიკალურია და არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა რაღაც ნორმა. სევდიანია ის, რომ ზოგი ადამიანი ადრე უარყოფდა ამ ძაღლს და მისი დაძინებაც კი უნდოდათ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ყველასგან განსხვავებულია."

იხილეთ ვიდეო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?