სპეციალისტებმა ამოხსნეს, თუ რას ნიშნავს როდესაც ძაღლი ცხვირს ილოკავს
სპეციალისტებმა ამოხსნეს, თუ რას ნიშნავს როდესაც ძაღლი ცხვირს ილოკავს
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლი ცხვირს ილოკავს არა მარტო გემრიელი სასუსნავის გასინჯვისას, არამედ იმ დროს, როცა პატრონი უბრაზდება. ამ მოქმედებით, ცხოველი ადამიანს ანიშნებს, რომ  მის ემოციურ მდგომარეობას აღიქვამს.

სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ ბრაზილიელი და ბრიტანელი მეცნიერები, რომელთა სტატიაც ჟურნალ "Behavioural Processes"-ში გამოქვეყნდა.

ძაღლის ყველა მფლობელს შეუმჩნევია, თუ როგორ ძლიერად ილოკავს ცხვირისა და პირის გარშემო მიდამოებს მათი შინაური ცხოველი. სტატიის ავტორმა გადაწყვიტა, გაეგო - აქვს თუ არა ამ მოქმედებას კომუნიკაციური დატვირთვა.  შესაძლოა, ეს უბრალო რეფლექსი ყოფილიყო, რომელიც კავშირშია გემრიელ საკვებთან.

კვლევაში მონაწილეობდა 17 ძაღლი,
რომლებიც ცდის პროცესში კარგად გამოკვებილნი იყვნენ. სპეციალისტები ცხოველებს აჩვენებდნენ მათთვის ნაცნობ ადამიანებს, რომლებიც მათი მისამართით
განსხვავებულ ემოციებს ავლენდნენ. ასევე, ექსპერიმენტის ფარგლებში გაჟღერდა აუდიო ჩანაწერი მშვიდი ან გაბრაზებული ხმით.

აღმოჩნდა, რომ ხმის ტემბრი ძაღლზე დიდად არ მოქმედებს, თუმცა, უკმაყოფილო სახის გამომეტყველების პროცესში შინაური ცხოველი იწყებს ცხვირ-პირის ძლიერად ლოკვას.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა: ძაღლებს შორის მსგავსი ქმედებები არ დაფიქსირებულა. გამოდის, რომ ცხვირის ლოკვა სპეციფიკური პასუხია ადამიანის ნეგატიური ემოციის გამოვლენისას.

"ძაღლის მხედველობა არ არის ისეთი განვითარებული, როგორიც ადამიანის, ამიტომ სამყაროს აღქმისას ჩართულია სხვა მგრძნობელობითი რეცეპტორებიც, თუმცა, ჩვენი შედეგები ამტკიცებს, რომ ძაღლი იყენებს სხვადასხვა გარეგნულ სიგნალს. ისეთებს, რომლებიც ადამიანთან კომუნიკაციას გაუმარტივებს", - ამბობს კვლევის ავტორი დევიდ მილსი.

ასევე იხილეთ:

თუ ძაღლი თქვენს ფეხს ლოკავს, ამ მოქმედებით ის რაღაცას გეუბნებათ...

სანამ ძაღლის დასჯას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით... აი, რას ნიშნავს მისი "დამნაშავე" გამოხედვა

სპეციალისტების დასკვნით, ძაღლები ადამიანების მსგავსად ინფორმაციას ძილის დროს იმახსოვრებენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?