სამწუხაროდ, ძაღლს არ შეუძლია ლაპარაკი, თუმცა, კარგად ეხერხება მიგახვედროთ, რა სურს. უბრალოდ, მნიშვნელოვანია იცოდეთ მისი სხეულის ენა.
ძაღლი არაერთი საშუალებით გამოხატავს თქვენდამი სიყვარულს. როგორც არ უნდა მოიქცეს, ყველაფერს თავისი აზრი აქვს. შინაური ცხოველი ცდილობს გარკვეული მინიშნებებით თავისი გრძნობები გაგიზიაროთ.
ძაღლის მზერა

თუ ძაღლი დაჟინებით, ნაზად და მშვიდად გიყურებთ, ეს ნდობის გამოხატვის
თუ ძაღლი ფეხზე გეკრობათ

ძაღლი ფეხზე მიკრობთ და მოფერების თხოვნით, თქვენს მიმართ მიჯაჭვულობას გამოხატავს.
ძაღლს თქვენს საწოლში ძინავს

როდესაც მიდიხართ სამსახურში ან უბრალოდ გადიხართ სახლიდან, ალბათ არაერთხელ გიფიქრიათ, თუ რას გააკეთებს ამ დროს თქვენი შინაური ბინადარი. ნუ იდარდებთ. დიდი ალბათობით, ის თქვენს საწოლზე მოკალათდება და დაიძინებს. ეს თქვენთან კონტაქტის ერთ-ერთი საშუალებაა.
ძაღლს მოაქვს საჩუქრები

თქვენს საყვარელს ძაღლს ხშირად მოაქვს ნივთები ან გაწვდით საყვარელ სათამაშოს? ექსპერტ ჯენიფერ ჰამონდის აზრით, ამ ქმედებით ცხოველი სიყვარულს გიზიარებთ.
ძაღლი გრძნობს თქვენს ნეგატიურ განწყობას

ძაღლები და ადამიანები 15000 წელია ერთად ცხოვრობენ, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ისინი თქვენს განწყობას აღიქვამენ. თუ შეუძლოთ ხართ, შინაური ბინადრები ამას გრძნობენ და ცდილობენ, რთული პერიოდი შეგიმსუბუქონ.
ძაღლი ლოკავს თქვენს ფეხს, სახეს ან ხელებს

ძაღლი სიყვარულს თავისი ენით გამოხატავს. თუ ის თქვენს ფეხს ლოკავს, მორჩილების ნიშანია. ის გაღიარებთ, პატრონად და ლიდერად.
ძაღლი ელოდება თქვენგან შექებას

ყოველ ჯერზე, როდესაც ცხოველი რაღაც კარგს აკეთებს, ელოდება პატრონის შექებას, რათა მიხვდეს, რომ სწორად იქცევა. ამ მოქმედებით შინაური ბინადარი ცდილობს გაჩვენოთ, რომ თქვენ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ.
როდესაც სახლში ბრუნდებით, ძაღლის სიხარულს საზღვარი არ აქვს

იმ დროსაც კი, თუ სახლი რამდენიმე წუთით დატოვეთ, ძაღლი გხვდებათ ისე, თითქოს რამდენიმე თვის უნახავი ჰყავდეთ. ამ მოქმედებით ის გაჩვენებთ, რომ უთქვენოდ ყოფნა უჭირს და თქვენს გვერდით ბედნიერია.
ძაღლი ყველგან თან დაგყვებათ

შესაძლოა, გაფიქრებთ ძაღლის საქციელი, რომელიც ყველგან თან დაგყვებათ, მაგრამ არსებობს მიზეზი, თუ რატომ იქცევა ცხოველი ასე. ძაღლი მოსიყვარულე და მზრუნველი არსებაა, ამ მოქმედებით ის გეუბნებათ - "შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და ჩვენ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ."
ძაღლი საკვების შემდეგ თბილად გეკრობათ

შინაურმა ცხოველმა საკვების მიღების დრო კარგად იცის. ამ დროს იგი იკავებს თავდაცვის პოზიციას და ეშინია, რომ ვიღაც მის ულუფას მიითვისებს. ეს ძაღლისთვის სტრესია. თუ ჭამის შემდეგ, თქვენი ბინადარი გეკრობათ, ის თქვენს გარემოცვაში თავს მშვიდად გრძნობს.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი, ნიშანია, რომ ძაღლი თქვენ მიმართ მიჯაჭვულობას გრძნობს და ძალიან უყვარხართ.
ასევე იხილეთ:
5 პრობლემა, რომლებიც განებივრებული ძაღლის პატრონებისთვის უცხო არ არის
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენი ძაღლი სხვა ძაღლების მიმართ აგრესიულია?
მეცნიერებამ მოუძებნა ახსნა იმ ფაქტს, რომ ძაღლებს "ცუდი" ადამიანების ამოცნობა შეუძლიათ