სანამ ძაღლის დასჯას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით... აი, რას ნიშნავს მისი "დამნაშავე" გამოხედვა
სანამ ძაღლის დასჯას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით... აი, რას ნიშნავს მისი "დამნაშავე" გამოხედვა
ძაღლი დიდ სითბოსა და სიყვარულს გვიზიარებს, თუმცა, იშვიათია, ისეთი შინაური ბინადრები, რომლებაც სახლი თავდაყირა არ დაუყენებიათ. პატრონების უმეტესობა შინაური ცხოველის მიერ სახლში მოწყობილ ქაოსს გაბრაზებით ხვდება. ამ დროს საინტერესოა ძაღლის რეაქცია - ფართოდ გახელილი თვალები და ფეხებთან ჩამოწეული კუდი. ნუთუ შეიძლება ძაღლს დანაშაულის შეგრძნება ჰქონდეს?

ექსპერტებმა "დამნაშავე  გამოხედვის"  ანალიზი გააკეთეს:

იგივე ქცევები შეიძლება აღმოვაჩინოთ მგლის ხროვაში. მგლის ლეკვები ერთმანეთში თამაშობენ, რასაც ჩხუბის სახე აქვს. ზოგჯერ ეს თამაში საკმაოდ სასტიკიც არის, თუმცა, მათ თავიანთი წესები აქვთ. მაგალითად, თუ რომელიმე ძლიერად იკბინება,
მას ხროვის ლიდერი სჯის. 

როგორ სჯიან მგელს? რამდენიმე ხნის განმავლობაში დამნაშავე ხროვისგან იზოლირებულია. ხროვაში მცხოვრები
ლეკვისთვის ეს მკაცრი სასჯელია. იმისათვის, რომ მტაცებელი ხროვას დაუბრუნდეს, ის უახლოვდება ლიდერს, უყურებს მას ფართოდ გახელილი თვალებით, თავს ხრის და კუდს ფეხებთან მალავს.

ძაღლმა მსგავსი ქცევები მემკვიდრეობით მგლისგან მიიღო და ყოველ ჯერზე, როდესაც წესებს არღვევს, მტაცებლის მსგავსად იქცევა.

Zooclub

როგორ შეიძლება მსგავსი მოქმედების ახსნა?


სპეციალისტების ბოლო დასკვნებით, არსებობს ორი თეორია, რომლებიც ძაღლის "დამნაშავე" გამოხედვას განმარტავს. პირველი თეორიის თანახმად, ეს ქმედება უფრო ახლო კავშირშია ველურ ბუნებასთან, ვიდრე დანაშაულის გრძნობასთან. ზრდასრული მგელიც  ანალოგიურად იქცევა, თუ სჭირდება, რომ ლიდერს საკუთარი მორჩილება აჩვენოს.

მეორე ვერსიით, ეს უბრალოდ შიშია. არ აქვს მნიშვნელობა შინაურმა ცხოველმა დააშავა რაიმე თუ არა. ყვირილისა და მკაცრი ჟესტების შემთხვევაში, ცხოველს დამნაშავე გამოხედვა ყოველთვის ექნება.

Zooclub

ძაღლს ეშინია ენერგიული ჟესტების და ეს ცხოველის მღელვარებას იწვევს. შედეგად, ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძაღლის დამნაშავე გამოხედვა ჩვეულებრივი შიშია.

მიუხედავად იმისა, რომ ძაღლის ტვინი საკმაოდ კარგადაა განვითარებული, ის მაინც მარტივი აზროვნების რჩება, რასაც მისი პრიმიტიული გრძნობები მოწმობს. ამიტომ, თუ შინაური ცხოველი გაბრაზების მიზეზს გაძლევთ, კარგად დაფიქრდით თქვენს რეაქციაზე. ეს შესაძლოა დაგეხმაროთ გაბრაზების გამოხატვაში, მაგრამ ცხოველი ვერ გაიგებს, რომ ასე აღარ უნდა მოიქცეს. მეტიც, ის უბრალოდ დაითრგუნება. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ სახით თქვენს ოთხფეხა მეგობარს მხოლოდ  შიშს უნერგავთ და მეტი არაფერი.

ასევე იხილეთ:

5 რჩევა, თუ როგორ უნდა დაამშვიდოთ ჰიპერაქტიური ძაღლი

სარგებლის მიღების მიზნით, ძაღლს ადამიანზე მანიპულირება შეუძლია

თუ ძაღლი თქვენს ფეხს ლოკავს, ამ მოქმედებით ის რაღაცას გეუბნებათ...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?