სპეციალისტების დასკვნით, ძაღლები ადამიანების მსგავსად ინფორმაციას ძილის დროს იმახსოვრებენ
სპეციალისტების დასკვნით, ძაღლები ადამიანების მსგავსად ინფორმაციას ძილის დროს იმახსოვრებენ
ნიდერლანდებისა და უნგრეთის უნივერსიტეტების მკვლევრებმა რამდენიმე ცდა ჩაატარეს, რის შედეგადაც აღმოაჩინეს, რომ ძაღლები სწავლობენ და იმახსოვრებენ ინფორმაციას ძილში ისევე, როგორც ადამიანები და მღრღნელები.

მიღებული შედეგები სპეციალისტებს საშუალებას მისცემს უკეთ გაერკვნენ, თუ როგორ ხდება ძილის დროს შესწავლის პროცესი.

ცდის ფარგლებში შეირჩნენ ის ძაღლები, რომლებმაც ბრძანებები უნგრულ ენაზე იცოდნენ. სპეციალისტებმა მათ სხვადასხვა მითითება ინგლისურ ენაზე შეასწავლეს. მეცადინეობის შემდეგ, შინაურ ცხოველებს თავზე დაამაგრეს ენცეფალოგრამის ელექტროდები, რომელიც ძილის დროს ტვინის აქტივობას აღრიცხავდა.

ენცეფალოგრამამ დააფიქსირა ორგანოს ნელტალღოვანი აქტივობის მოკლე განმეორებითი პერიოდები, რომელიც გრძელდებოდა 0,5-დან 5 წამამდე.
როგორც აღმოჩნდა, მოცემული აქტიურობა გრძელდებოდა იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად იმახსოვრებდა ცხოველი ბრძანებებს. გარდა ამისა,
ძუ ძაღლებში ეს პერიოდი უფრო ხშირად აღინიშნებოდა, ვიდრე ხვადებში.

ამ დრომდე, მკვლევრები აკვირდებოდნენ მღრღნელებისა და ადამიანების ტვინის ნელტალღოვან აქტიურობას. როგორც ცნობილია, მათ აქვთ სწავლის, აზროვნებისა და მახსოვრობის უნარი. ეს პერიოდები ძაღლებში პირველად გამოვლინდა.

ასევე იხილეთ:

ჭკვიანი ძაღლის 7 თვისება

სპეციალისტებმა გაარკვიეს, თუ როგორ მოქმედებს ძაღლის საძინებელში ყოფნა პატრონის ძილის ხარისხზე

შინაური ცხოველის ავადმყოფობა შესაძლოა პატრონის დეპრესიის მიზეზი გახდეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?