error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/54904de4658b3b68e5ff34b0f83ee129.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ძაღლის, სახელად ჯუდი, უმძიმესი ისტორია საოცრად ბედნიერი დასასრულით (+ვიდეო)
ძაღლის, სახელად ჯუდი, უმძიმესი ისტორია საოცრად ბედნიერი დასასრულით (+ვიდეო)
ასეთი ისტორია ბევრს ატკენს გულს. საბრალო ძაღლი, სახელად ჯუდი, ჯაჭვით იყო დაბმული. 10 წლის შემდეგ ის ახალმა პატრონებმა გაათავისუფლეს.

ოჯახი, რომელმაც ის ჯაჭვით დააბა, საერთოდ არ უვლიდა მას. ჯუდისთვის პატარა სივრცე ჯაჭვით იყო შემოსაზღვრული. ასევე მას უკანა ფეხების პრობლემა ჰქონდა. იქ იყო მისი საკვების მისაღები ადგილიც და ტუალეტიც. თუ რა იყო სიყვარული და მოვლა "მოსიყვარულე" პატრონებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ.

ეს საშინელება ჯუდისთვის მაშინ დამთავრდა, როდესაც სახლში ახალი პატრონები გადმოვიდნენ. მათ იგი აუშვეს, აჭამეს, დაბანეს, დავარცხნეს. ვეტერინარმა გამოკვლევის შემდეგ მას პრობლემატური ფეხებისთვის სპეციალური ეტლი
გაუკეთა, რამაც ჯუდის გადაადგილება გაუადვილა. ძაღლმა მათგან ისეთი ზრუნვა და სიყვარული იგრძნო, რაზეც შეეძლო მხოლოდ
ეოცნება.

სამოთხის მსგავსი ყოფა მისთვის ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. 18 თვის შემდეგ ჯუდი დაიღუპა, რადგან ის უკვე ძალიან მოხუცი იყო. თუმცა, მთავარი ისაა, რომ მას ბედნიერმა ცხოვრებამ განვლილი საშინელი წლები სულ დაავიწყა.

მადლიერება იმდენად დიდია ძაღლებში, რომ ჯუდის აზრადაც არ მოსვლია დაეჭვებულიყო თავის ახალ პატრონებში, ის გაცნობისთანავე სიყვარულითა და მადლიერებით განიმსჭვალა.

იხილეთ ვიდეო
რუსიკო
გული დამეწვა, საცოდავი ძაღლი, გულქვა პატრონი, როგორ უნდა დაიდო ცხოველის ცოდვა,
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?