ცხოველთა მოყვარულებმა ქუჩიდან აიყვანეს უპატრონო ლეკვი, რომელსაც შუბლზე კუდი აქვს (უჩვეულო ვიდეო)
17.11.2019
Video Portal
Next video
უნიკალური გარეგნობის ლეკვი ხნიერ ძაღლთან ერთად აშშ-ს ქუჩებში ცხოველთა
მოყვარულებმა შეამჩნიეს. პატარა ცხოველი ხნიერ ძაღლს გვერდიდან არ შორდებოდა, თუმცა, ის ზამთრის სიცივეს დიდხანს ვერ გაუძლებდა, ამიტომ მოხალისეებმა ის თავშესაფარში წაიყვანეს.
ლეკვი, სახელად ნარვალი, როგორც მას მოგვიანებით დაარქვეს, მისურის შტატში არსებულ ორგანიზაცია Mac’s Mission-ში გადაიყვანეს.
თავშესაფრის თანამშრომლებმა ერთი შეხედვით შეამჩნიეს, რომ ლეკვი განსაკუთრებული იყო - შუბლზე მინიატურული კუდით. მოხალისეებმა პატარა ცხოველი მარტორქას მიამსგავსეს, ამიტომ მას ნარვალი დაარქვეს (მარტოკბილა - წყლის ცხოველი გრძელი რქით).
შინაური ცხოველი ვეტერინართან მიიყვანეს. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ შუბლზე არსებული კუდი მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ნარვალი უბრალოდ ასეთი დაიბადა - ის სხვებისგან გამორჩეულია.
კუდი აქვს (უჩვეულო ვიდეო)" />
ლეკვს კუდი ხელს არ უშლის, ამიტომ მას ოპერაციაც არ ესაჭიროება.
მოხალისეები იმედოვნებენ, რომ მომავალი პატრონი კუდის მოცილებას არ გადაწყვეტს და ის ყველასგან გამორჩეული ძაღლი იქნება.
რამდენიმე თვეში ლეკვისთვის მზრუნველ პატრონს მოძებნიან. თუ ჩავთვლით, იმ მზრუნველობას და სიყვარულს, რაც ამ პატარა ბიჭმა რამდენიმე დღეში ადამიანებისგან დაიმსახურა, მისთვის მზრუნველი ოჯახის პოვნა არ გართულდება. ასევე, გაუმართლებს ნარვალის მომავალ მფლობელს, რომელიც ამ განსაკუთრებული გარეგნობის ლეკვს აიყვანს.