უიშვიათესი ორთავიანი ალბინოსი კუ, რომლითაც კოლექციონერები დაინტერესდნენ (+ვიდეო)
უიშვიათესი ორთავიანი ალბინოსი კუ რამდენიმე ხნის წინ 31 500 დოლარად შეაფასეს. თუმცა, კოლექციონერები მისი ყიდვისგან თავს იკავებენ, რადგან ასეთი ანომალიით შესაძლოა, რეპტილიამ დიდი ხანი ვერ იცოცხლოს.

ეს იშვიათი წითელყურა მტკნარი წყლის კუ, სახელად ნოპიაა, რომელიც ბანგკოკის ფერმაში (ტაილანდი) 3 მარტს დაიბადა.

პატრონმა ნუნ ასანემ უჩვეულო ცხოველის გაყიდვა გადაწყვიტა, ამასთანავე, მომშენებლებმა კუ 1 მილიონ ტაილანდურ ბატად შეაფასეს.

პოტენციური მყიდველები დილემის წინაშე არიან, რადგან რეპტილია შესაძლოა, მალე მოკვდეს. მიუხედავად ამისა, პატრონი ირწმუნება, რომ მისი ბინადარი საკმაოდ დიდხანს იცოცხლებს.

"კუს გაყიდვა მინდა, ამასთან დაკავშირებით
არაერთხელ დამიკავშირდნენ, თუმცა, ეს მცირე თანხა არ არის. პოტენციური მყიდველები ფიქრობენ, რომ ცხოველი შეიძლება მალე
მოკვდეს", - ამბობს ნუნი.

წითელყურა კუ, ჩვეულებრივ, 20 წელზე მეტ ხანს ცოცხლობს, თუმცა, პატარა ნოპა თავისი ანომალიის გამო, ამ ასაკამდე ვერ მიაღწევს.

ორთავიანი კუ - მდგომარეობა ცნობილია, როგორც პოლიცეფალია, რომელიც უიშვიათესი შემთხვევაა. ზოგიერთი მათგანის ფიტული მუზეუმშიც ინახება. ამასთანავე, ორთავიანი ალბინოსი კუ კიდევ უფრო იშვიათი შემთხვევაა.

Zooclub

"კუ ორი თვისაა და ის საკმაოდ ძლიერად გამოიყურება. ჩვენ მას ყოველდღე ვკვებავთ. ვფიქრობ, რომ ის დიდხანს იცოცხლებს და თავის მომავალ მფლობელს წარმატებას მოუტანს", - ამბობს ნუნი.

ექსპერტების თქმით, ასეთი კუს ბუნებრივ არეალში გაშვება არ არის რეკომენდირებული, რადგან ის დამოუკიდებლად ვერ გადარჩება. გარდა ამისა, სრულიად შესაძლებელია, რომ რეპტილიამ ანომალიური გენები სახეობაში გაავრცელოს.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

უიშვიათესი ჟღალი შეფერილობის ზებრა პირველად გამოჩნდა ფოტო ობიექტივის წინ

ორთავიანმა გველმა სპეციალისტების გაოცება გამოიწვია და არა მისი გარეგნობის გამო

სიამის ტყუპები ცხოველთა სამყაროში
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?