გარეული ცხოველების რიცხვი, ბოლო 40 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად შემცირდა
გარეული ცხოველების რიცხვი, ბოლო 40 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად შემცირდა
მსოფლიოს ბუნების დაცვის ორნაიზაციამ (WWF) , გამოაქვეყნა წლიური ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ გარეული ცხოველების რიცხვმა, ბოლო 40 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად იკლო. სიაში ძუძუმწოვარ ცხოველებთან ერთად, მოხსენიებულნი არიან რეპტილიები და ფრინველები.

ყველაზე საგანგაშო მდგომარეობაა ჩრდილოეთ ამერიკაშია, სადაც ცხოველთა რაოდენობა 83%-ით შემცირდა, აზიისა და წყნარი ოკიანის რეგიონში- 76%-ით, რუსეთში, ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში კი- 30%-ით.

1970-2010 წლის მონაცემებით, რეპტილიების, ძუძუმწოვრების, თევზებისა და ფრინველების რაოდენობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 52%-ით არის შემცირებული.

Zooclub

ამასთანავე, ორგანიზაციის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 40 წლის განმავლობაში, ადამიანმა იმდენი ბუნებრივი რესურსი დახარჯა,რომ მის
აღდგენას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. მაგალითად, ხეები იჭრება ძალიან სწრაფად, ხოლო ხის გაზრდისთვის წლებია საჭირო.
თევზს ადამიანი იყენებს საკვებად , ისინი მრავლდებიან, თუმცა რაოდენობა მაინც მცირდება. ყველზე დიდი პრობლემა არარეგულირებადი ნადირობა და ბრაკონიერობაა.

ყველზე მეტ ბუნებრივ რესურსს მოიხმარს: ჩინეთი, აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ქუვეითი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დანია და ბელგია.

ორგანიზაცია  შეშფოთებულია ამ ფაქტით და პრობლემასთან დაკავშირებით ეფექტური სამოქმედო გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს სხვადახვა ქვეყნებს.

ასევე იხილეთ:

ცხოველები, რომლებსაც ლაპარაკი შეუძლიათ

ფოტოგრაფმა სრულიად შემთხვევით იშვიათი კადრები გადაიღო

აშშ-ს საუკეთესო ქალაქები ძაღლების მფლობელთათვის


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?