აშშ-ს საუკეთესო ქალაქები ძაღლების მფლობელთათვის (I ნაწილი)
აშშ-ს საუკეთესო ქალაქები ძაღლების მფლობელთათვის (I ნაწილი)
მსოფლიოს სხვადახვა ქალაქებში შედარებით კომფორულია ცხოვრება ჩვენი ოთხფეხა ბინადრებისთვის . რადგან იქ არაერთი სკვერია, სადაც თქვენ ბინადართან ერთად შეგიძლიათ გაერთოთ, ამასთანავე ზოომაღაზიების დიდი არჩევანია, ვეტერინარული კლინიკები კვალიფიციური ვეტერინარებით და .შ. 

ზოგიეთ ქალაქში უპრობლემოდ შეგიძლიათ ძაღლი საზოგადოებივი ტრანსპორტითაც ამგზავროთ და მეტიც, სახლემწიფო იცავს თავის ქვეყანაში მცხოვრებ ოთხფეხა ბინადრებს. განვითარუბულ ქვეყნებში საკმაოდ მკაცრი კანონებია ცხოველთა კეთილდღეობისთვის.

Zooclub

ცხოველთა მოყვარულები მსგავს ქალაქებს " ძაღლების სამოთხეს" უწოდებს. 

ქვევით ჩამოთვლილია აშშ-ს ის ქალაქები, რომლებიც ამ მხრივ გამოირჩავა. 

პორტლენდი, ორეგონის შტატი

პროტლენდი იმ ათ დიდ ქალაქს შორის
შევიდა, სადაც ძაღლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ადგილია. ქალქის ფარგლებში 33 სკვერია, სადაც ძაღლს შეუძლია თავისუფლად
ირბინოს და ითამაშოს. ასევე აქ არის, არაერთი ცხოველებისთვის განკუთვნილი რესტორანი და მასაჟის ცენტრი.

Zooclub

სან-ფრანცისკო, კალიფორნია

ქალაქ სან-ფრანსისკოში სტუმრობისას აუცილებლად თან წაიყვანეთ თქვენი ოთხფეხა ბინადარიც. მისთვის ამ ქალაქში არაერთი გასართობს ნახავთ. სან-ფრანსისკოში 27 სკვერია ძაღლებისთვის განკუთვნილი, ასევე შეგიძლიათ დაგეგმოთ სხვადახვა ტურები თქვენს ბინადართან ერთად.

კეი-ვესტი, ფლორიდა

ქეი-ვესტში მცხოვრებმა ადამიანებმა, ვისაც ძაღლი ჰყავს, კარგად იციან როგორ უნდა გაათამამონ თავისი საყვარელი ბინადარი. აქ შეხვდებით უამრავ ცხოველების მაღაზიებს, სადაც ძაღლების ტანსაცმელი და სხვადახვა აქსესუარები იყიდება. შეგიძლიათ იქირავოთ ველოსიპედიც, რომელსაც წინ ცხოველისთვის განკუთვნილი კალათა აქვს მიმაგრებული. თავისუფლად გაისერნეთ ქეი-ვესტის ქუჩებში და დაისვენოთ სკვერში თქვენს ძაღლთან ერთად.

სან-დიაგო, კალიფორნია

მზიანი სან-დიაგო ითვლება ყველაზე ხმაურიან ადგილად, სადაც ხშირად იმართება ძაღლების კონკურსები. აქ უამრავი პატრონი და მისი საყვარელი ოთხფეხა ბინადარი იყრის თავს. 16 ძაღლების სკვერთან ერთად, ასევე არის ძაღლების სანაპიროც, სადაც თქვენს ბინადართან ერთად შეგიძიათ მზეს მიეფიცხოთ.

Zooclub

სიეტლი, ვაშინგტონი

სიეტლში იმაზე მეტი ძაღლია, ვიდრე ბავშვი. ამ ქალაქის მოსახლეობა ნამდვილად გამოირჩევა ცხოველებისადმი დიდი სიყვარულით. ამიტომ ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო გადაწვეტილება, ძაღლებს ნება დართონ პატრონების თანხლებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ. ამ ქალაქში არაერთი ძაღლების სკვერია, სადაც უამრავი ძაღლი იყრის თავს პატრონთან ერთად.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?