error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/044998c9da7f59cf0ec55a96bbc289d5.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ცხოველები, რომლებსაც ლაპარაკი შეუძლიათ (ნაწილი I) (+ვიდეო)
ცხოველები, რომლებსაც ლაპარაკი შეუძლიათ (ნაწილი I) (+ვიდეო)
თუ თქვენ გყავთ შინაური ცხოველი, შესაძლოა ყოფილა შემთხვევები, რომ მასთან ისე გისაუბრიათ, როგორც ადამიანთნ. მაგრამ ცხოველებს ლაპარაკი არ შეუძლიათ. თუ შეუძლიათ?

ალექსი - აფრიკული რუხი თუთიყუში

თუთიყუშ ალექსს მეცნიერები 13 წლის განმავლობაში იკვლევდნენ. ის ერთი წლის იყო, როდესაც შეიძინეს. მისი პატრონი, ირენ პეპპერბერგი არიზონის უნივერსიტეტში ცხოველების ფსიქოლოგად მუშაობდა. იგი ცხოველების ენას იკვლევდა.

თავად ფრინველის სახელი "ალექსი" მისი ექსპერიმენტის ("Animal Learning Experiment") აკრონიმი გახლდათ.

გარდაცვალებამდე, 2007 წლისთვის, ალექსი უკვე 50-მდე ობიექტს არჩევდა, ლექსიკური მარაგი კი 100 სიტყვას შეადგენდა. მასზე ამბობდნენ, რომ
4 წლის ბავშვის ინტელექტი გააჩნდა. ალექსის ბოლო სიტყვები ირენის მიმართ იყო: "ჭკვიანად იყავი".

იხილეთ ვიდეო:
"ალექსი - მოლაპარაკე აფრიკული თუთიყუში"




Zooclub

კოშიკი - აზიური სპილო


კოშიკი - აზიური სპილოა, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი აქვს - მას საუბარი შეუძლია. კოშიკი ჯერ მხოლოდ 5 სიტყვას ამბობს კორეულ ენაზე: "გამარჯობა", "დაჯექი", "არა", "დაწექი" და "კარგი".

როგორც ჩანს, თავად კოშიკს ნაქვამის აზრი არ ესმის, მაგრამ სპილოს მიერ ადამიანის ხმის იმიტაციის უნარი უპრეცედენტოა. კოშიკი სამხრეთ კორეის ზოოპარკში ცხოვრობს. მომთვინიერებლები ამტკიცებენ, რომ სპილომ ადამიანის ენით სიტყვების გამოთქმა 2004 წელს ისწავლა და ამის მიზეზად წლების განმავლობაში კოშიკის ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტს ასახელებენ.

იხილეთ ვიდეო: "კოშიკი - მოლაპარაკე აზიური სპილო"


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?