კენგურუსებრი ვირთხა იყო მთავარი ეკოსისტემის "გასაღები" ჩრდილოეთ ამერიკის გამომშრალ რეგიონებში. ამ სახეობას გადაჰქონდა თესლი და მტაცებლებისთვის (ტურა, მელია) წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ საკვებს. ათასობით კენგურუსებრი ვირთხა ცხოვრობდა ქვემო კალიფორნიასა (მექსიკასა) და წყნარი ოკეანეს სანაპიროებზე.
1970 წლის დასაწყისში კენგურუსებრი ვირთხის რაოდენობა, სასოფლო

ბოლოს, ეს ინდივიდი 30 წლის წინ სან-კვენტინში (მექსიკა) შეამჩნიეს, მას შემდეგ კენგურუსებრი ვირთხა გადაშენებულ ცხოველად მიიჩნეოდა.
სპეციალისტები გაოცდნენ, როდესაც წლების შემდეგ პატარა ფუმფულა არსებები ისევ გამოჩნდნენ. 30 წლის განმავლობაში იგი არავის, არასოდეს უნახავს, ამიტომ შეადარეს ეს პატარა ძუძუმწოვარი მუზეუმის ექსპონატს.
"ვერ წარმოიდგენთ, რამდენად სასიხარულოა, რომ ამდენი ძალისხმევის შემდეგ, ის აღმოვაჩინეთ. ამის შემდეგ, ჩვენ შევძლებთ ვიმუშაოთ მის დაცვასა და პოპულაციაზე,"- ამბობს მკვლევარი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სამეურნეო საქმიანობის შემცირებამ კენგურუსებრი ვირთხის კვლავ "აღმავლობა" დაიწყო. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის სული ანდერპლანკის თქმით, მას იმედი აქვს, რომ გამოჩნდებიან სხვა პატარა ზომის ძუძუმწოვრებიც, რომლებიც აქამდე გადაშენებულ ინდივიდებად მიგვაჩნდა.