"სამუშაო ადგილზე ჩაეძინა.." პატარა სელაპმა თავისუფლებას ადამიანებთან ყოფნა და მათი დახმარება ამჯობინა
"სამუშაო ადგილზე ჩაეძინა.." პატარა სელაპმა თავისუფლებას ადამიანებთან ყოფნა და მათი დახმარება ამჯობინა
წელიწადნახევრის წინ "წყლის ძუძუმწოვართა რეაბილიტაციის" ცენტრის თანამშრომლებმა სოფელ სვირცის (რუსეთი) სიახლოვეს იპოვეს პატარა ნერპა (სელაპის ერთ-ერთი სახეობა), რომელიც სულ რაღაც 4 კილოს იწონიდა.

ისინი ზღვის ცხოველზე რამდენიმე თვის განმავლობაში ზრუნავდნენ. სპეციალისტები პატარა სელაპს მკურნალობდნენ და კვებავდნენ, რათა კვლავ ბუნებრივ პირობებში დაებრუნებინათ. 
როდესაც ნერპა მომჯობინდა, ცხოველთა დამცველებმა ის ლადოგის ტბაში გაუშვეს, მაგრამ ცხოველი ძალიან დაუახლოვდა ადამიანებს, ამიტომ კვლავ მათთან დაბრუნდა.

მას შემდეგ ზღვის არსება რამდენიმეჯერ გაუშვეს ბუნებრივ არეალში, თუმცა, ყოველ ჯერზე უკან ბრუნდებოდა.

ცენტრის თანამშრომლები შეეგუვნენ მდგომარეობას და სელაპი დაიტოვეს, ხოლო
მოგვიანებით მისთვის სახელიც მოიფიქრეს და "პაწაწინა" დაარქვეს.

"პაწაწინა" საოცრად მზრუნველი აღმოჩნდა და დღემდე ადამიანებს შეძლებისდაგვარად
ეხმარება. მაგალითად, როდესაც ზამთრისთვის თევზის გადარჩევა დაიწყო, სელაპი მეთევზეების გვერდით გაჩნდა...

Zooclub

"პაწაწინა თევზის დახარისხების დროს გვეხმარება. დაჭერილი თევზი დასამუშავებლად მიგვაქვს - ვრეცხავთ, ვამარილებთ, ვანაწილებთ ყუთებში და ვყინავთ. პაწაწინა ჩვენი მუშაობის ხარისხს ამოწმებს და გადარჩეული პროდუქტის ტესტირებას ახდენს", - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

Zooclub

ადამიანებთან დაახლოებულ სელაპს იმდენად იტაცებს საკუთარი საქმიანობა, რომ  დღის ბოლოს ზოგჯერ სამუშაო ადგილზევე ეძინება.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ადამიანებმა ამ პატარა ლამანტინს დედა მოუკლეს, მაგრამ ბედნიერი შემთხვევის წყალობით, ის გადარჩა

ყოველი ჩაყვინთვისას მყვინთავს ერთი და იგივე ზვიგენი უახლოვდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩაეხუტოს

იაგუარი ბრაზილიელი ჯარისკაცების "შვილობილი" გახდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?