დანახულმა ბიჭი შოკში ჩააგდო. ნაპირზე პატარა მომაკვდავი ლამანტინი იწვა. როგორც ჩანს, მეთევზეებმა მას დედა მოუკლეს, ხოლო თავად ნაპირზე დატოვეს.

თომასი მიხვდა, რომ ვერ შეძლებდა პატარა ლამანტინის ამ მდგომარეობაში მიტოვებას. მან გადაწყვიტა მისი სახლში წაყვანა და მოვლა იქამდე, სანამ სრულიად არ გამოაჯანმრთელებ
გზად ის ლამანტინს წყალს ასხავდა, რომ მისი კანი არ გამომშრალიყო.

თომასმა პატარას მიტჩელი დაარქვა. იგი რამდენიმე კვირის განმავლობაში უვლიდა მას.
მიტჩელი სწრაფად მიეჩვია გადამრჩენელს - სიამოვნებით ცურავდა და თამაშობდა მასთან ერთად.

სულ მალე პატარა ლამანტინი ბევრად უკეთ გახდა და მზად იყო თავის ბუნებრივ საცხოვრებელ არეალში დასაბრუნებლად.

უკვე მერამდენედ ვრწმუნდებით იმაში, რომ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც არ იჩენენ გულგრილობას სხვისი უბედურებისადმი მაშინაც კი, თუ საქმე გასაჭირში ჩავარდნილ ცხოველებს ეხებათ.