იაგუარი ბრაზილიელი ჯარისკაცების "შვილობილი" გახდა
იაგუარი ბრაზილიელი ჯარისკაცების "შვილობილი" გახდა
როდესაც ბრაზილიელმა სამხედროებმა ამაზონის ჯუნგლებში პატარა იაგუარი იპოვეს, ის ცოცხალმკვდარი იყო. დასუსტებული ცხოველი ჯარისკაცებმა  ჯუნგლებში არ დატოვეს, რადგან მისი სიკვდილი მონადირის ხელით გარდაუვალი იყო.

იაგუარი ჯუნგლებიდან წამოიყვანეს. პატარა ცხოველი ძალიან დასუსტებული იყო, მას მკურნალობა და მოვლა სჭიდებოდა, ამიტომ ცხოველის ველურ ბუნებაში დაბრუნება რამდენიმე თვე არ შეიძლებოდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯარისკაცებს მტაცებლის დატოვების ნება დართო.

იაგუარი, რომელსაც ჯიკითაი  დაარქვეს, გამოჯანმრთელდა. ცხოველი იმ მზრუნველი ადამიანების გარემოცვაშია, რომლებმაც გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნეს.

ჯარისკაცებმა არაერთხელ სცადეს ჯიკითაის ჯუნგლებში დაბრუნება, თუმცა, ცხოველმა მათთან დარჩენა ისურვა.

Zooclub

სანამ დედამიწაზე იარსებებს
ერთი კეთილი ადამიანი მაინც, ვინც გულგრილი არ იქნება იმ სულიერი არსებების მიმართ, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, მსოფლიოს
ჯერ კიდევ აქვს გადარჩენის შანსი.

ასევე იხილეთ:

გადარჩენილმა სელაპმა ველურ ბუნებაში დარჩენას, ადამიანებთან ყოფნა ამჯობინა

მამაკაცმა გადაარჩინა ორი მელია, რომლებმაც მასთან დარჩენა გადაწყვიტეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?