სამმა ძაღლმა 50 ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა თვითმკვლელი ტერორისტისგან, თუმცა, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა... (+ვიდეო)
სამმა ძაღლმა 50 ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა თვითმკვლელი ტერორისტისგან, თუმცა, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა... (+ვიდეო)
სამმა უპატრონო ძაღლმა, რომლებიც ავღანეთში მყოფ ამერიკელ სამხედროებს ჰყავდათ შეჩვეული, 50 ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა. 

ჯარისკაცებმა შეიფარეს სამი უპატრონო ძაღლი, რომლებსაც დაარქვეს რუფუსი, საშა და ტარგეტი. ერთ ღამეს, როდესაც ყველას ეძინა ,ასაფეთქებელი ყუმბარებით შეიარაღებული თვითმკვლელი ტერორისტი ცდილობდა ბაზაზე შეჭრას. ძაღლებმა უცხო ადამიანის მოახლოებაზე ყეფა დაიწყეს და თავისი ჯარისკაცი მეგობრები იხსნეს სიკვდილისგან. 

5 ჯარისკაცი დაიჭრა, ასევე ერთ-ერთი ძაღლი საშა სროლისას სასიკვდილოდ დაშავდა, ხოლო რუფუსი და ტარგეტი უვნებელნი გადარჩნენ.

"ძაღლების გაუჩერებელი ყეფა რომ არ გაგვეგო, ჩვენ ცოცხლები არ ვიქნებოდით."- ამბობს ერთ-ერთი სამხედრო.

როდესაც ჯარისკაცებს
ავღანეთში ყოფნის პერიოდი დაუმთავრდათ, თერგეთი და რუფუსი ორმა სამხედრომ ამერიკაში წაიყვანა. მათ კეთილი პატრონები იპოვეს,
თუმცა, ტერგეტის შემთხვევაში გაუთვალისწინებელი რამ მოხდა:

ტერგეტი ახალი პატრონის ეზოდან შემთხვევით გაიპარა. მას ჯერ ჩიპიც არ ჰქონდა გაკეთებული. ძაღლი დაიჭირეს, აღმოჩნდა ცხოველთა თავშესაფარში, სადაც ევთანაზია გაუკეთეს (სამუდამო დაძინება).

თავშესაფრის დირექტორი თავს იმართლებს და ამბობს, რომ თანამშრომლებს შეეშალათ, სხვა ძაღლისთვის უნდა გაეკეთებინათ ევთანაზია, თუმცა, შემთხვევით ტარგერს გაუკეთეს.

"ჩემი სამი შვილი ძალიან განიცდის, თერგეთის სიკვდილს. განსაკუთრებით, ყველაზე პატარა, რომელიც 4 წლისაა. ის ძაღლს ძალიან დაუმეგობრდა. არ უნდა ხდებოდეს ასეთი წინდაუხედავი ქმედებები ჩვენს ქვეყანაში, ასე როგორ გაიმეტეს ჯანმრთელი ძაღლი სიკვდილისთვის."- ამბობს სამხედრო, რომელმაც ტარგეტი შეიფარა.

Zooclub

ათასობით კომენტარი დაიწერა იმ თავშესაფრის წინააღმდეგ, სადაც ტერგეტი დააძინეს. ხალხი აპროტესტებდა და აღშფოთებას გამოხატავდა ამ ფაქტთან დაკავშირებით.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ებოლათი დაავადებული ექთნის ძაღლს ევთანაზია გაუკეთეს

უპატრონო ლეკვის გზა თავშესაფრიდან სამაშველო სამსახურამდე

გოგონამ მანქანის ყიდვის ნაცვლად, ძაღლი გადაარჩინა
mako
ასეტი რამე ყველგან უნდა აკრდზალული იყოს, ისინიც ცოცხალი არსებები არიან და დზალიან ერტგულები არიან.
liza
სამწუხაროდ ამერიაში არის თავშესაფრები სადაც რაღაც პერიოდის შემდეგ თუ ძაღლი არ აიყვანეს აძინებენ,არის ასევე თავშესაფრები რომეთაც ქვია "არ დააძინო". საშინელებაა, გეგონება ქვეყანას საშუალება არ აქვს რომ ეს საცოდავი ძაღლები გამოკვებოს,თვითონ კი არიან გასიებული ღორებივით, სახელმწიფო კი ინვალიდის სტატუსს ანიჭებს ჭამისგან გასიებულებს და რადგან მუშაობა არ შეუძლიათ, ქონები უშლით ხელს სახელმწიფო ეხმარება და ინახავს. ყველა ვინც კი ძაღლს მოკლავს დზალიან ცუდი მტანჯველი სიკვდილით მოკვდება
otari
ეს რომ აქ საქართველოში მომხდარიყოს არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ამერიკაში? ისე იმ საცოდავ ძაღლს ბედი არ ჰქონია.
Karina Kharazishvili
მერე დახურეს ეს თავშესაფარი? დარწმუნებული ვარ არა. ამ უსინდისობის წინააღმდეგ ჩვენ სუყველა უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენთან ბრძოლობენ ისეთ ადამიანებს როგორც ელიზბარაშვილი, იმის მაგივრად რომ ხელის გულზე ატარონ და ის ნაძირლები მეზობლები, სიტყვები არა მაქვს რა ვთქვა მათ შესახებ, ნაძირალა ყველგან ნაძირალაა, გინდ საქართველოში, გინდ ამერიკაში
Karina Kharazishvili
თავშესაფრებში სულ ეჩქარებათ ძაღლების დაძინებას, აძლევენ მარტო 72 საათს, რა უბედურებაა, ჩვენთან კი ზოგი ჩლუნგი სულ ფუფს ეძახის, გუშინ პარკში რომ შემხვდნენ ადეკვატური ხალხი ძალიან გამეხარდა. რა არის, რატომ გონიათ რომ უფრო ცივილიზებულები არიან ვიდრემ ძაღლები, იმიტომ რომ 2 ფეხით დადიან? ფუფ ეგეთ ადამიანებს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?