გადარჩენილმა სელაპმა ველურ ბუნებაში დარჩენას, ადამიანებთან ყოფნა ამჯობინა
გადარჩენილმა სელაპმა  ველურ ბუნებაში დარჩენას,  ადამიანებთან ყოფნა ამჯობინა
პეტერბურგელმა მაშველებმა ვალაამის კუნძულის ლადოგის ტბაზე ორი სელაპი - "კროშკა" (პატარა) და "პაშა" გაუშვეს, თუმცა, კროშკას ადამიანებთან განშორება არ სურდა.

ორივე ცხოველი " პეტერბურგის ძუძუმწოვართა ცხოველების შესწავლისა და გადარჩენის ცენტრის"  პაციენტები იყვნენ. პატარა სელაპებმა  გაიარეს რეაბილიტაცია და სპეციალისტებმა მათი ველურ ბუნებაში გაშვება გადაწყვიტეს.

პაშამ მდინარეში გაცურა და გაუჩინარდა, ხოლო კროშკა 15 წუთის შემდეგ ამოვიდა ტბიდან და ადამიანებთან დაბრუნდა.

Zooclub

"ეს ექსკლუზიური შემთხვევაა. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. სიმართლე გითხრათ, არ ვიყავი ამისთვის მზად. შეიძლება ეს კარგიც არის, რადგან კროშკა ძალიან მიმნდობია."-ამბობს ფონდის დირექტორი ვიაჩესლავ
ალექსეევი.

Zooclub

მისი თქმით, კროშკა მსოფლიოში ყველაზე პატარა სელაპია, რომელიც ოდესმე მოხვედრილა რეაბილიტაციის ცენტრში.

"როდესაც ჩვენთან მოიყვანეს, 4 კგ-ს იწონიდა. ეს ახალშობილი სელაპის წონაზე ნაკლებია. უცნაურია, როგორ გადარჩა და ცოცხალმა მოაღწია ჩვენამდე", - ამბობს ალექსეევი.

Zooclub

ერთი ციდა სელაპი დიდი ხნის განმავლობაში ეჩვეოდა ადამიანებს, მაგრამ მან თავისუფლად უნდა განაგრძოს ცხოვრება. მას მხოლოდ ადამიანების სითბო და მოფერება ახსოვს, რადგან დედასთან სულ 3 დღე გაატარა.

Zooclub

სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, კროშკა კვლავ  რეაბილიტაციის ცენტრში დაებრუნებინათ.  მისი ველურ ბუნებაში გაშვება შემდეგი წლისთვის გადაიდო.

სელაპს არ სურს მოსიყვარულე ადამიანებთან განშორება, თუმცა, ეს გარდაუვალი იქნება. გარეულ ცხოველებსაც კი არასოდეს ავიწყდებათ ადამიანების სიკეთე.

ასევე იხილეთ:

ეს პინგვინი ყოველთვის ბრუნდება იმ ადამიანთან, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა

ამ ქალს უამრავი ძროხა ჰყავს, თუმცა, მაწვნისა და რძის გაყიდვა არ შეუძლია. მიზეზი გაგაოცებთ

12 წლის შემდეგ სპილო თავის გადამრჩენელებთან "საჩუქრით" დაბრუნდა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?