ეს პინგვინი ყოველთვის ბრუნდება იმ ადამიანთან, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა (+ვიდეო)
ეს პინგვინი ყოველთვის ბრუნდება იმ ადამიანთან, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა (+ვიდეო)
ოთხი წლის წინ ჯოენ ფერეირა ბრაზილიის ერთ-ერთ სანაპიროზე სეირნობდა, როცა პინგვინი იპოვა. ის ნავთობით იყო დასვრილი და მთელი ძალით ცდილობდა გადარჩენას.
მამაკაცმა ცხოველი სახლში წაიყვანა, გაწმინდა და გამოკვება. მან პინგვინს ჯინგჯინგი დაარქვა. გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჯოენმა ცხოველი გაუშვა, თუმცა, პინგვის სხვა გეგმები ჰქონდა.

ჯინგჯინგი არსად აპირებდა წასვლას, რამდენჯერაც მამაკაცი მას გაუშვებდა, ის რამდენიმე დღეში ჯოენის სახლში ბრუნდებოდა.

ადგილობრივი მეთევზის თქმით, მათ მსგავსი შემთხვევა არასოდეს გაუგიათ. პინგვინი შესაძლოა 10, 12, 15 დღე წავიდეს, თუმცა, ის ისევ თავის გადამრჩენელთან ბრუნდება. მას შეუძლია თავისუფლად
წავიდეს სამხრეთისკენ, თუმცა, ასე არ იქცევა. ის რამდენიმე კვირით ან რამდენიმე დღით ტოვებს ჯოენს, ხოლო
შემდეგ ისევ ბრუნდება.

Zooclub

ჯინგჯინგი არა მარტო ლოიალურია იმ ადამიანის მიმათ, რომელმაც სიკვდილისგან იხსნა, არამედ ეჭვიანიც. პინგვინი არც ერთ ცხოველს არ უშვებს თავის საყვარელ ადამიანთან.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ცხენების რემამ შეიფარა პინგვინი, რომელიც თავის ოჯახს ჩამორჩა და დაიკარგა

ძაღლი მიწისძვრის დროს შენობიდან გამოვიდა, თუმცა ისევ უკან დაბრუნდა...

უპატრონო ძაღლი ყოველ დღე საკვების მოსაპოვებლად ქალაქის ცენტრამდე მეტროთი მგზავრობს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?