ამბავი კეთილ ადამიანებზე
ამბავი კეთილ ადამიანებზე
პუერტო-რიკოს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ცნობილია, როგორც "მკვდარი ძაღლების სანაპირო".

ეს ადგილი შინაური ბინადრების საცხოვრებელი ადგილი გახდა მას შემდეგ, რაც პატრონებმა ისინი მიატოვეს.

Zooclub

ძაღლები ყოველდღიურ საკვებს სანაპიროზე მდებარე ნაგავსაყრელზე ეძებენ, რათა შიმშილით არ მოკვდნენ. საბედნიეროდ, ცხოველთა მოყვარულმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პატრონისგან მიტოვებულ ცხოველებს დახმარებოდნენ.

Zooclub

ნაგავსაყრელზე არაერთი ისეთი ძაღლის ძვლებია, რომლებმაც ვერ გაუძლეს ქუჩის ცხოვრებას და პატრონებისგან მიტოვებულები იმავე ადგილზე დაიღუპნენ.

Zooclub

ყოველივე ამან კეთილ ადამიანს გადააწყვეტინა მიეღო შესაბამისი ზომები, რათა საცოდავ ძაღლებს დახმარებოდა.

Zooclub

კრის ბეკლესმა შექმნა "პროექტი სატო". 

Zooclub

კრისმა და
კიდევ რამდენიმე მოხალისემ დღემდე სანაპიროს ნაგავსაყრელთან მცხოვრები 1400-ზე მეტი ძაღლი გადაარჩინეს. 

Zooclub

ისინი ძაღლებს მკურნალობენ, ხოლო
შემდეგ გზავნიან ნიუ-იორკის კერძო თავშესაფარში, სადაც ძაღლები ახალი პატრონის მოლოდინში არიან.

Zooclub

კრისი ცხოველებს ყოველთვის ცრემლიანი თვალით აცილებს, თუმცა, საბოლოოდ, ძაღლიც და მისი გადამრჩენელიც ბედნიერია.

ასევე იხილეთ:

სანაპიროს ბინადარი ცხოველები გაჭირვებამ გააერთიანა

მასწავლებელი, რომელმაც ძაღლები არ დათმო, ცივ ზამთარში მანქანაში ცხოვრობდა

ქალმა ათი ათასი კილომეტრი გაიარა, რათა ეპოვა ძაღლი, რომელმაც ის გადაარჩინა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?