უპატრონო ძაღლი ყოველ დღე საკვების მოსაპოვებლად ქალაქის ცენტრამდე მეტროთი მგზავრობს
უპატრონო ძაღლი ყოველ დღე საკვების მოსაპოვებლად  ქალაქის ცენტრამდე მეტროთი მგზავრობს
ისევე როგორც ადამიანები მიდიან ყოველ დილით სამსახურში, მოსკოვოს გარეუბანში მცხოვრები უპატრონო ძაღლიც დილით მეტროში ჩადის და საკვების მოპოვების გამო, მატარებელს ქალაქის ცენტრამდე მიყვება.

ძაღლი ხალხთან ერთად მშვიდად დგას გაჩერებაზე და ელოდება მატარებლის გამოჩენას. ის უცდის ადამიანებს, როდის შევლენ ვაგონში და ბოლოს თვითონაც შედის. შემდეგ კუთხეში მშვიდად დგას და უცდის თავის გაჩერებას, ხოლო თუ ვაგონში თავისუფალი ადგილი ნახა, ჩასვლამდე ცოტა ხნით იძინებს.

Zooclub

ადგილობრივები, რომლებსაც ხშირად უწევთ მეტროთი იმავე მარშრუტის შესრულება, ამბობენ, რომ ძაღლი მთელი დღის განმავლობაში, საკვების ნარჩენების საძებნელად მიდის ქალაქის ცენტრში, ხოლო
შებინდებისას, ისევ გარეუბანში მეტროს დახმარებით ბრუნდება.

სპეციალისტების თქმით, ეს საოცარი მოვლენაა, თუ როგორ იმახსოვრებს ძაღლი,
რომელ მეტარებელში უნდა ჩაჯდეს ან სად ჩამოვიდეს, თუმცა, ძაღლს არასოდეს ეშლება ქალაქის ცენტრამდე მისასვლელი გზა.

ასევე იხილეთ:

უპატრონო ძაღლი, შეჯიბრში მონაწილე, შვედების გუნდს შეუერთდა

უპატრონო ძაღლს, გარეგნობის გამო, ინსტაგრამზე დასცინეს

უპატრონო ძაღლებმა გოგონა მძარცველისგან იხსნენს

Djon
ერთი ესეთი ძაღლი თბილისში, საბურთალოზეც გვყავს, თუ არ ვცდები ცოცხალიც იქნება კიდე. დელისამდე ავტობუსით მგზავრობს ხოლმე და მერე ისევ უკან ბრუნდება, ხან ფეხით ხან ისევ ავტობუსით :D დაჟე იმ კორპუსის მაცხოვრებლებმა სადაც ეგ ძაღლი ცხოვრობს კორპუსის ქვეშ, საბუთებიც კი გაუკეთეს :)) რომ არავის წაეყვანათ.
MAKO
რა მოხდება ადამიანებმა ,ვისაც სჰეუდზლიატ დახმარება დაეხმარონ , ცოდოა, პური რომ აცჰამონ მაინც, რა გახდა ასეტი უპატრონო დზაგლების დახმარება.
liza
ვაიმე გული მომიკვდა რამდენი უპატრონო ცხოველია, ყველამ თითოს მაინც რომ მოვუაროთ რა მოხდება
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?