უპატრონო ძაღლებმა გოგონა მძარცველისგან იხსნენს
უპატრონო ძაღლებმა გოგონა მძარცველისგან იხსნენს
ხუთი მაწანწალა ძაღლი ნამდვილი გმირები გახდნენ, როდესაც გოგო მძარცველისგან დაიცვეს.
არგენტინის ერთ-ერთ ქალაქში, 12 წლის გოგონა ნათესავთან სტუმრად მიდიოდა, როდესაც მძარცველი მიეპარა, პირზე ხელი მიაფარა და უბრძანა არ ეყვირა.

შეშინებულ გოგონას მძარცველმა ჩანთა წაართვა, თუმცა მან დასახმარებლად ერთხელ ყვირილი მაინც მოასწრო. მახლობლად იყო 5 უპატრონო ძაღლი, რომლებიც დამნაშავისკენ გაიქცნენ. ცხოველებმა მძარცველი დაკბინეს და გოგონას ჩანთაც გააგდებინეს ხელიდან.

ამ პერიოდში ბავშვმა მოახერხა ახლომდებარე სახლში შესვლა და პოლიციის გამოძახება. თუმცა, მათ მოსვლა დააგვიანეს და დამნაშავემ იოლად მოახერხა მიმალვა.

"როდესაც მე გამოვიქეცი, მას 5 ძაღლი
დაესხა თავს, მისი ყვირილის ხმა მესმოდა, სავარაუდოდ, დაკბინეს. მძარცველმა ვერაფერი წაიღო, ჩემი ჩანთა იმ ადგილზე
დამხვდა, სადაც ეს პიროვნება თავს დამესხა. ძაღლები, რომ არ მოსულიყვნენ მე მას ვერ გავექცეოდი, იმ დროს ახლო-მახლოს არავინ იმყოფებოდა, რომ ჩემთვის ეშველა."- ამბობს გოგონა.

არავინ იცის რა ბედი ეწიათ ძაღლებს, თუმცა, რომ არა ისინი, გოგონა ნამდვილად დაზარალდებოდა.

ასევე იხილეთ:

ფოტოგრაფის თვალით დანახული უპატრონო ძაღლები

5 საოცარი ისტორია ცხოველებზე (ნაწილი II)

ლომის ბოკვერი ფოტოგრაფისგან იხსნეს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?