უპატრონო ძაღლს, გარეგნობის გამო, ინსტაგრამზე დასცინეს (+ვიდეო)
უპატრონო ძაღლს, გარეგნობის გამო, ინსტაგრამზე დასცინეს (+ვიდეო)
ეს ამბავი უპატრონო ძაღლზეა, რომელიც ჰიუსტონის ქუჩებში, მთელი დღე, ლუკმა პურის საშოვნელად დადიოდა. იგი თავისი უიმედო სიცოცხლის გახანგრძლივებას ცდილობდა. ძაღლი საშინელ მდგომარეობაში იყო, მას კანის დაავადება სჭირდა. ის იდგა ქუჩაში და გამვლელებს სევდიანი თვალებით უყურებდა, როდესაც ერთ-ერთმა მამაკაცმა ფოტო გადაუღო, შემდეგ ინსტაგრამზე ატვირთა და სურათს სიცილი დაურთო. საბედნიეროდ, ფოტო სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში. ძაღლმა ადგილობრივი ცხოველთა გადარჩენის ორგანიზაციის ყურადღება მიიპყრო. 

ძაღლი ქუჩიდან აიყვანეს და Pumpkin (გოგრა) დაარქვეს, თუმცა, როგორც გაირკვა, მას პატარა ლეკვიც ჰყავდა. ლეკვი ძალიან დასუსტებული აღმოჩნდა, მას არა ერთი დაავადება
სჭირდა, ექიმები მის გადარჩენას ვერ ახერხებდნენ. 

მომვლელებმა და ვეტ-ექიმებმა დიდი ენერგია დახარჯეს Pumpkin-ის გამოსაჯანმრთელებლად. ძაღლი რამდენიმე
კვირაში სრულიად შეიცვალა: გალამაზდა და თმაც გაეზარდა. ის დღეს კეთილ ადამიანებთან ცხოვრობს და მეგობარი ძაღლებიც შეიძინა, ვისთან ერთადაც ძალიან ბედნიერია.

Zooclub

იხილეთ ვიდეო, უპატრონო ძაღლის ტრაგიკული ისტორია, რომელმაც, საბოლოოდ, სითბო და მოსიყვარულე ადამიანები იპოვა.

ასევე იხილეთ:

ერთგული ძაღლი პატრონის საფლავთან 15 დღე იწვა

ლეკვი ფრაგოლის ბედნიერი მომავალი

უბედნიერესი ძაღლი, რომელმაც ყველაზე კარგი ოჯახი იპოვა


kikiki
აქაც თეთრი ყვავები ვართ.გაჭირვებულზე ფულს ვაკეთებთ.
d
საინტერესოა. კიდევ იცით რა მოხდა? პოლიციელმა ზამთარში მათხოვარს თბილი წინდები და ჩექმები უყიდა. გერმანიაში გაყინულ ტრასაზე გათოშილ ხალხთან მანქანებში თერმოსით ყავა და კანისტრით ბენზინი მიქონდათ და ჩუქნიდნენ. საკვირველია? კი. მაგრამ მსგავსი რამეები ჩვენთანაც ხდება. იმედის გმირობა ამას არ უნდა. ჩუმად და სისტემატურად. შედგიც წინ დაგხვდებათ. მალე.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?