ქალმა ათი ათასი კილომეტრი გაიარა, რათა ეპოვა ძაღლი, რომელმაც ის გადაარჩინა
ქალმა ათი ათასი კილომეტრი გაიარა, რათა ეპოვა ძაღლი, რომელმაც ის გადაარჩინა
ყოველთვის, როცა ვგეგმავთ არდადეგებს, პირველ ყოვლისა დროის მშვიდად და უზრუნველად გატარება გვინდა, თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც თავად გვსურს. მაგალითად  სტუდენტი გოგონა ბრედლისთვის კრეტაზე (საბრძნეთი) დასასვენებლად წასვლა საშინელ კოშმარად გადაიქცეოდა, რომ არა პატარა ძაღლის დახმარება. 

ბრედლი ზღვის პირას მარტო ისვენებდა, როცა ორი მამაკაცი მიუახლოვდა და ბარში დაპატიჟა. მათ გოგონასგან უარი მიიღეს, რის შემდეგაც უცხოებმა მის მიმართ აგრესია გამოხატეს. საბედნიეროდ, სიახლოვეს უპატრონო პატარა ძაღლი იმყოფებოდა. ის მამაკაცებს მივარდა და ყეფით გაყარა ტერიტორიიდან.

რამდენიმე დღის შემდეგ არდადეგები დამთავრდა და ბრედლი დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა,
თუმცა, ყოველ დღე უპატრონო პატარა ძაღლზე  ფიქრი არ ასვენებდა.

"როცა სახლში დავბრუნდი, ყოველ დღე ვფიქრობდი
ჩემს გადამრჩენელ პატარა ძაღლზე, რომელსაც პეპერი დავარქვი.  ამიტომ, სასწრაფოდ ბილეთი ვიყიდე, რადგან ძაღლის მოსაძებნად უკან დავბრუნებულიყავი. აღმოჩნდა, რომ უახლოესი რეისი დიდი ბრიტანეთიდან კრეტაზე 2 კვირის შემდეგ იყო. ვდარდობდი, მეშინოდა, რომ ძაღლი იმ ადგილზე აღარ დამხვდებოდა. თუმცა, როცა ჩავედი, ჩემი გადამრჩენელი ისევ ზღვის სანაპიროზე დამხვდა. მასთან შეხვედრით დიდ ბედნიერებას ვგრძნობდი."- ამბობს გოგონა.

ემბერმა ძაღლი დიდ ბრიტანეთში გადაიყვანა. ეს პროცედურა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, ასევე გარკვეული დროის მანძილზე ცხოველი კარანტინში იმყოფებოდა. გოგონამ რამდენიმე ათასი დოლარი დახარჯა, სანამ პეპერს სახლში წაიყვანდა.

Zooclub

ემბერს კიდევ ერთი სურპრიზი ელოდა. როგორც აღმოჩნდა, ძაღლი ლეკვებს ელოდებოდა. მან კარანტინის პერიოდში 6 ულამაზესი ლეკვი გააჩინა.

Zooclub

საბედნიეროდ, ლეკვებსაც გამოუჩნდათ მზრუნველი პატრონები, ხოლო პეპერმა საბოლოოდ იპოვა მოსიყვარულე და ერთგული მეგობარი ემბერის სახით.

ასევე იხილეთ:

3 წლის შემდეგ გველი სახლში ესტუმრა იმ ადამიანს, რომელმაც პატარაობაში გადაარჩინა

ოდესღაც ეს ძაღლი თავშესაფრიდან აიყვანეს. რამოდენიმე წლის შემდეგ მან პატრონს სამაგიერო გადაუხადა

თავშესაფრიდან აყვანილმა პიტბულმა ბავშვი გადაარჩინა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?