მამაკაცმა გადაარჩინა ორი მელია, რომლებმაც მასთან დარჩენა გადაწყვიტეს
მამაკაცმა გადაარჩინა ორი მელია, რომლებმაც მასთან დარჩენა გადაწყვიტეს
"ფანტასტიკური მისტერ ფოქსი"- ასე შეარქვა ავტორმა ირლანდიელ მამაკაცს, რომელიც ამართლებს ამ მეტსახელს.

გაიცანით, პეტსი გიბონსი და მისი ორი საოცარი მეგობარი მელია - გრეინი და მინი.

მამაკაცმა ტყეში იპოვა პატარა ლეკვები, რომლებიც სულ რამდენიმე დღის დაბადებულები იყვნენ. მათ სიახლოვეს დედა მელია არ ჩანდა და ისინი უპატრონოდ იყვნენ რამდენიმე საათის განმავლობაში. გიბონსიმ გადაწყვიტა ცხოველები სახლში წაეყვანა.

მამაკაცი ტყის სიახლოვეს ცხოვრობს, ამიტომ მელიებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაბრუნდნენ ბუნებაში, თუმცა, ისინი თავის გადამრჩენელთან საბოლოოდ დაბინავდნენ.

Zooclub

გიბსონიმ რამდენჯერმე სცადა მათი გაშვება, მაგრამ ცხოველები ყოველ ჯერზე მასთან
ერთად სახლში ბრუნდებიან.  როგორც ჩანს, მტაცებლებს არ სურთ ერთგულ და მოსიყვარულე ადამიანთან განშორება.

Zooclub

"ბევრი ადამიანი,
მათ შორის დიდი ბრიტანეთის მცხოვრებლები, მთხოვენ მელიას გაზრდის მეთოდები ვასწავლო, თუმცა, მე ექსპერტი არ ვარ. ჩემი ბინადრებისგან ყოველდღიურად რაღაც ახალს ვწავლობ და ვუზიარებ იმ ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებთ, თუ როგორ უნდა მიიჩვიო ან გაზარდო მელია."- ამბობს მამაკაცი.

ასევე იხილეთ:

მას შემდეგ, რაც ძაღლმა ახალი ოჯახი იპოვა, მის სახეს ბედნიერი გამოხედვა არ შორდება

პატარა სპილო თავისი გადამრჩენის ბინაში ცხოვრობს

მამაკაცმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ძაღლი გადაარჩინა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?