ყველაზე პატარა და საყვარელი ტყის კატის ვიდეომ ინტერნეტ მომხმარებლების აღფრთოვანება გამოიწვია
ვიდეომ ყველაზე პატარა გარეული კატის შესახებ, რომელიც ჯუნგლებში ხეებზე დარბის, სოციალური ქსელის მომხმარებლების აღფრთოვანება გამოიწვია. გარეული ცხოველის კადრები ბიბისის მიკრობლოგსა და "ტვიტერის"  გვერდებზე გამოქვეყნდა.

ეს ცხოველი სიდიდით ლომზე 200-ჯერ პატარაა: ის 1 კგ-ს იწონის, ხოლო მისი სხეულის სიგრძე 50 სმ-მდე აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ტყის ბინადარი პატარა და საყვარელია, ის საშიში მტაცებელიცაა. მისი ნადირობის ობიექტები ხვლიკები და მღრღნელები არიან. 

ეს მტაცებელი ინდოეთსა და შრი-ლანკას ტყეებში ბინადრობს.

ტყის ყველაზე პატარა კატა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების რიგს მიეკუთვნება.

ტელერადიო კომპანიამ ვიდეო 29 ოქტომბერს კატების საერთაშორისო
დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?