სპილოების მონაწილეობით "ნათელი" ფესტივალის სულისშემძვრელი მხარე
სპილოების მონაწილეობით "ნათელი" ფესტივალის სულისშემძვრელი მხარე
შრი-ლანკაში ყოველ ზაფხულს Esala Perahera (ბუდას წმინდა კბილისადმი მიძღვნილი) ტრადიციული ფესტივალი იმართება. მისი მთავარი გმირებიც არიან ლამაზად მორთული სპილოები, რომლებიც მადლიერების სიმბოლო ითვლენიან. 70 წლის სპილო, სახელად ტიკირი, წლებია, ფესტივალზე უამრავ ადამიანს ართობს, თუმცა, მაყურებლის უმეტესობა ვერც კი წარმოიდგენს, რას მალავს მისი მდიდრული მოსასხამი.

სხვადასხვა წარმოდგენის გარდა, ფესტივალის მთავარი სანახაობა სპილოს ძვირფასი აქსესუარებია. ტიკირი 60 სპილოდან ერთ-ერთია, რომელიც ამ დღესასწაულში მონაწილეობს. ყველა ცხოველი ულამაზესი ქსოვილითაა შემოსილი. ისინი ყოველ ღამე დიდ მანძილს გადიან, თუმცა, ეს სილამაზე დიდ სევდას მალავს.

Zooclub

სპილოების დაცვის ორგანიზაცია Save Elephant
Foundation-მა, რამდენიმე ხნის წინ ტიკირის  შოკისმომგვრელი ფოტოები გამოაქვეყნა. მშიერი სპილო იმდენად გამოფიტულია, რომ კანზე მისი
ძვლები ნათლად ჩანს. ათი დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს გვიან ღამემდე ცხოველი რამდენიმე კილომეტრს გადის  მუსიკის ხმის, ფეიერვერკებისა და ხმაურიანი ბრბოს გარემოცვაში.

"ლამაზ კოსტუმში ვერავინ ხედავს მის გამოფიტულ სხეულს და საცოდავ გამომეტყველებას. ვერავინ ხედავს თვალებზე მის ცრემლებს, რომელიც არაკომფორტული ნიღბისგან გაღიზიანებულია. არავინ იცის, თუ რამდენად მტკივნეულია მისთვის ყოველი ნაბიჯი, რადგან მას ფეხები ჯაჭვისგან დაზიანებული აქვს. როგორ უნდა შევთხოვოთ კეთილდღეობა, თუ ცხოველებს ტანჯვისთვის ვიმეტებთ? სიყვარული, მზრუნველობა და თანაგრძნობა- ეს არის ბუდას გზა. დროა ამ გზას დავადგეთ,"- წერენ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები Save Elephant Foundation-ის  ოფიციალურ პორტალზე.

Zooclub

სპილოების დახმარების ფონდის მოხალისეები გეგმავენ პეტიციის შედგენას შრი-ლანკას პრემიერ მინისტრის სახელზე, რათა ეს სისასტიკე აიკრძალოს: "ჩვენ გვჭირდება გვერდში დგომა და თქვენი ხმა, რათა ამ საოცარი გიგანტების მიმართ სასტიკი დამოკიდებულება აღვკვეთოთ".

Zooclub

ფონდმა Save Elephant Foundation-მა ასობით სპილო უპასუხისმგებლო ადამიანებისგან იხსნა. ორგანიზაციას გააჩნია ნაკრძალი, სადაც გადარჩენილი სპილოები ცხოვრობენ. მოხალისეები იმედოვნებენ, რომ სულ მალე 70 წლის ტიკირიც მათთან დაბინავდება.

Zooclub

წყარო: thesun.co.uk

ასევე იხილეთ:

სულისშემძვრელი ფოტო - დედა სპილოს სამუდამო დამშვიდობება შვილთან... "ისინი ერთმანეთს ვეღარასოდეს შეხვდებიან"

მამაკაცების ჯგუფი დედა სპილოს და მის პატარას ფიზიკურად უსწორდებიან

ასე წვრთნიან სპილოებს იმისთვის, რომ ტურისტებს ემსახურონ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?