ომში დაჭრილ ჯარისკაცს არ ჰქონდა იმედი, რომ თავის ლეკვს, რომელსაც ზურგჩანთით ატარებდა, ისევ შეხვდებოდა... (+ვიდეო)
ომში  დაჭრილ ჯარისკაცს არ ჰქონდა იმედი, რომ თავის ლეკვს, რომელსაც ზურგჩანთით ატარებდა, ისევ შეხვდებოდა... (+ვიდეო)
ნამდვილი მეგობრები რამდენად შორსაც არ უნდა იყვნენ, განშორების შემდეგ ერთმანეთს ყოველთვის იპოვიან. 20 წლის დონი ესლინგერისა და მისი ლეკვის ფოტო თითქმის ერთი წელია ინტერნეტით გავრცელდა, მაგრამ ცოტამ თუ იცის მათი ისტორია.

დონი ავღანეთში მსახურობდა, როდესაც შემთხვევით პატარა ლეკვს შეხვდა. ჯარისკაცმა მას სმოკი დაარქვა. ის იმდენად შეეჩვია ლეკვს, რომ სადაც არ უნდა წასულიყო, ცხოველი ზურგჩანთით დაჰყავდა.

ერთი თვის შემდეგ დონი ომში დაჭრეს. ის სამკურნალოდ აშშ-ში გადაიყვანეს, ხოლო პატარა სმოკი ავღანეთში უპატრონოდ დარჩა. 

დონის მამამ, სემანუელმა გადაწყვიტა შვილისთვის საჩუქარი გაეკეთებინა. მან ავღანეთში მყოფი
ამერიკელი სამხედროების დახმარებით შეკრიბა ფული, რათა სმოკი ავღანეთიდან ამერიკაში გადაეყვანა.

სემანუელმა იცოდა, რომ ეს მისი
შვილისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა.

და მართლაც, სმოკის აეროპორტში დახვდა ახალი ოჯახი, რომლებმაც ძაღლი დიდი სიყვარულით მიიღეს.

დონი არ ელოდა ასეთ სიხარულს. ომში გაცნობილი მეგობრებისთვის ეს ნამდვილი საჩუქარი იყო.

Zooclub

დღეს სმოკი აშშ-ში მოსიყვარულე და ერთგულ პატრონებთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.

იხილეთ ვიდეო

არაერთი უპატრონო ძაღლია ავღანეთსა და ერაყში, რომლებიც სამხედროებთან მეგობრულად ცხოვრობენ, მხოლოდ ცოტას თუ უმართლებს ისე, როგორც - სმოკის.

ასევე იხილეთ:

ომში ნაპოვნი ლეკვი სამხედრომ თავის ქვეყანაში წაიყვანა

ავღანეთში დაღუპული მეგობრები ერთად დაკრძალეს

სამმა ძაღლმა 50 ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა თვითმკვლელი ტერორისტისგან, თუმცა, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა...

52
რა საყვარლები ხართ ორივე, გაიხარეთ!
მანჩო
ერთი შეხედეთ რა გონიერი თვალები აქვს ამ ძაღლს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?