რიკ ანდერსონი, წყალქვეშა ცურვის ინსტრუქტორია, რომელსაც უზომოდ უყვარს თავისი სამუშაო.
ეს კი მისი კარგი ნაცნობი ზვიგენია. უკვე მერამდენედ, ის რიკთან ჩახუტებისათვის მიცურავს.
”პირველად 7 წლის წინ ვნახე, როდესაც ძალიან პატარა - 15 სმ. სიგრძის იყო. ძალიან ფრთხილად მივუახლოვდი და ზურგზე ხელი გადავუსვი”.

ზვიგენი
სხვა მყვინთავები, რომლებიც ამას ხედავენ, თვალს არ უჯერებენ.

”მცდარია ის შეხედულება, რომ ზვიგენი უტვინო მკვლელია, რომელიც მზადაა, ადამიანი შეჭამოს”, - ამბობს ანდერსონი.

იგი ამბობს, რომ ყოველთვის კომფორტულად გრძნობდა თავს ზვიგენებთან, რა თქმა უნდა, ის ხომ 27 წელია, რაც მყვინთაობით არის დაკავებული.

შეიძლება, ზვიგენები მართლაც არ არიან ისეთი საშიშები, როგორებიც ფილმებში გვინახავს. რაც არ უნდა იყოს, ეს ყველაზე უცნაური მეგობრობაა დედამიწაზე!

