უიშვიათესი ჟღალი შეფერილობის ზებრა პირველად გამოჩნდა ფოტო ობიექტივის წინ
უიშვიათესი ჟღალი შეფერილობის ზებრა პირველად გამოჩნდა ფოტო ობიექტივის წინ
"National Geographic"-ის მოყვარულმა ფოტოგრაფმა პირველად შეძლო ალბინოსი ზებრას ფოტო ობიექტივზე აღბეჭდვა. საკუთარი მოძმეებისგან გამორჩეული ცხოველი სერენგეტის (ტანზანია) პარკში ბინადრობს. შეფერილობა მას განსაკუთრებულს ხდის.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ზებრას ღია შეფერილობა არასაკმარისი მელანინითაა გამოწვეული - პიგმენტები, რომლებიც კანის ფერს არეგულირებს. ალბინოსები ზებრა საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. ტყვეობაში მხოლოდ ორი მათგანი ცხოვრობს, ხოლო ტანზანიელი ზებრა-ალბინოსი ამ სახეობის პირველი წარმომადგენელია ველურ ბუნებაში. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ განსხვავებული შეფერილობის გამო, ზებრა თავისი მოძმეებისგან არ არის გარიყული.

მკვლევარების თქმით, ზებრების სხეულზე არსებული თეთრი ზოლები უნიკალურია და არ მეორდება. ისინი ინდივიდს თავისებურად
გამორჩეულს ხდის.

ამჟამად სპეციალისტები ჟღალი ზებრის ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევენ და პარალელურად, მისთვის შესაფერის სახელს არჩევენ.
mmm
კარგი საიტია, ცოტა ყურადღებით, ჟღალი ცოტა სხვა ფერს ნიშნავს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?