აღმოაჩინეს რეპტილია, რომელიც დინოზავრის წინაპარია
აღმოაჩინეს რეპტილია, რომელიც დინოზავრის წინაპარია
პოლეონთოლოგებმა აღმოაჩინეს რეპტილიის ახალი სახეობა, რომელიც ცხოვრობდა მანამ, სანამ დინოზავრები გაჩნდებოდნენ დედამიწაზე. ჩონჩხის ნარჩენები იპოვეს აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე, ტანზანიაში. კვლევისას გაირკვა, რომ ცხოველი დედამიწაზე დაახლოებით 247 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

მეცნიერებმა ახალ ცხოველს დაარქვეს Nundasuchus songeaensis. მათი თქმით, ეს არსება არის დინოზავრებისა და რეპტილიოების წინაპარი , რომელიც დღესაც ცხოვრობს (ნიანგი და     სხვ). აღმოჩენილი ცხოველის სიგრძე დაახლოებით 2,5 მეტრს აღწევს. პოლეონთოლოგების თქმით, ზოგიერთი მათგანის სიგრძე 3 მეტრიც იყო. ამ ცხოველის კისერი და თავის ქალა დაფარული იყო საკმაოდ მყარი ძვლით,
რომელსაც იყენებდა სხვა ცხოველების თავდასხმისგან თავის დასაცავად. მას ჰქონდა საკმაოდ ბასრი კბილები, რომელიც მისი ნადირობის
ინსტიქტსა და ხორცის ჭამაზე მიუთითებს.

Zooclub

აღსანიშნავია, რომ ძვლის ნარჩენები ჯერ კიდევ 2007 წელს აღმოაჩინეს, თუმცა, მეცნიერებმა მხოლოდ ახლა შეძლეს საბოლოო ჩონჩხის აგება.


ასევე იხილეთ:

ბუზები ადამიანებს საშიში ბაქტერიებისგან მკურნალობენ

მედუზა - ერთადერთი უკვდავი არსება დედამიწაზე

სასამართლომ აღიარა, რომ შიმპანზეს იგივე უფლებები აქვს, რაც ადამიანს
ჴაატა II
247 მილიონი წელი?!?
რეზო
რეპტილიას მგონი ქვეწარმავალი ქვია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?