ორთავიანმა გველმა სპეციალისტების გაოცება გამოიწვია და არა მისი გარეგნობის გამო (+ვიდეო)
ორთავიანი მახრჩობელა ფლორიდაში მცხოვრები გველების მომშენებლის ტერარიუმში გაჩნდა. მას აქვს ორი თავი, ორი გული და ორი საკვების გადამამუშავებელი სისტემა. მკვლევრების თქმით, ქვეწარმავლის აგებულება ძალიან ჰგავს ტყუპებს, თუმცა, ერთ ტყავში დაბადებულს. ორთავიანი ცხოველი იშვიათად ცოცხლობს ხნიერ ასაკამდე, თუმცა, ზოგიერთი მათგანი ზრდასრულ ასაკს აღწევს.

ფლორიდის ეგზოტიკური ცენტრის მკვლევრები ამ უჩვეულო ცხოველის შესწავლის პროცესში არიან. "შოკში ვიყავი, როდესაც მეორე გული დავინახე. ჩვეულებრივ, მსგავსი მუტაციის შედეგად, შინაგანი ორგანოები ერთი აქვთ", - ამბობს ექიმი ლორინ ტილერი.

პატრონმა გველი ვეტერინართან მიიყვანა მას შემდეგ, რაც მის სხეულზე ორი
თავი აღმოაჩინა. კვლევის პროცესში კი სხვა ორგანოების უჩვეულობაც გამოვლინდა.

ორთავიანი გველი იშვიათობას არ წარმოადგენს, მსგავს
მოშლილობას პოლიციფალიას უწოდებენ, მაგრამ გველი, რომელსაც შინაგანი ორგანოებიც ორი აქვს, უიშვიათესია.

ექიმი ტილენის თქმით, ორი საკვების მომნელებელი ორგანო გველს სიცოცხლის შანსს აძლევს.

Zooclub

"ჩვეულებრივ, ორთავიან გველს მხოლოდ ერთი საკვების მომნელებელი ორგანო აქვს და ერთი წყვილი თირკმელი, რაც ცხოველს საშუალებას არ აძლევს, მიიღოს საკმარისი საკვები და ორგანიზმიდან ტოქსინები სრულიად გამოდევნოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მსგავსი პრობლემა არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ორთავიანი არსება იშვიათად აღწევს ზრდასრულ ასაკს, ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებით ვისაუბროთ მახრჩობელას შესახებ, რომელსაც თავის გარდა ორგანოებიც ორი აქვს. ყურადღებით დავაკვირდებით მას და შედეგებზე მოგვიანებით ვიმსჯელებთ", - ამბობს სპეციალისტი.

მახრჩობელა ცოცხლადმშობი გველების სახეობას მიეკუთვნება. მკვლევრების თქმით, გენეტიკური მოშლა ემბრიონის ფორმირების პროცესში მოხდა, რის დროსაც დაიწყო მისი გაყოფა, თუმცა, პროცესი რატომღაც ვერ დასრულდა.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

ტობი - ძაღლი ორი ცხვირით

ორთავიანი ბოჩოლა ლაქი - ბუნების საოცრება

ბუნების საოცრება - ორთავიანი გველები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?