ბუნების საოცრება - ორთავიანი გველები
ბუნების საოცრება - ორთავიანი გველები
ბუნებაში გვხვდება ორთავიანი გველები. ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი - უკეთესი. როგორც ჩანს, ეს მართლა ასეა და არა მხოლოდ მაშინ, როცა საქმე გველებს ეხება. ბუნებაში გვხვდებიან ორთავიანი გველები, მაგრამ ისინი დიდხანს არ ცოცხლობენ. მათი დაბადების მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც გენეტიკური მუტაცია, ისევე ერთუჯრედიანი ტყუპების არასრული გაყოფა განვითარების ადრეულ სტადიაში.

გველის ორი თავი ერთმანეთს მტრობენ. განსაკუთრებით, როცა საქმე საკვებს ეხება. მაგალითად, როდესაც ერთი თავი მსხვერპლს იჭერს, მეორე აუცილებლად ცდილობს გამოართვას ნადავლი და რაც ყველაზე ცუდია, ის ცდილობს მეორე თავს უკბინოს. თუმცა,
ზოოპარკებში დიდი ხანია, რაც ეს პრობლემა მოაგვარეს.

Zooclub

იალტის ზოოპარკ ”ზღაპარში”, სადაც ზაფხულში ორთავიანი ალბინოზი გველი
ჰყავდათ გერმანიიდან ჩამოყვანილი, საკვების მიღების დროს გველის თავებს შორის პატარა ტიხარი გააკეთეს. სხვაგვარად, გველის თავები ერთმანეთს უფრო მტრობდნენ, ვიდრე ჭამდნენ.

Zooclub

ორთავიან გველებს ხშირად უჭირთ გარკვევა რომელ მხარეს იმოძრაონ. ეს გველს მტაცებლის თავდასხმის დროს დაუცველს ხდის. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბუნებაში ასეთი არსების გადარჩენის შანსი საკმაოდ მცირეა.
მარი
როგორ გავს ესენი ჩვენი მთავრობის მეთაურებს?რომლებსაც ვერ გაუგიათ საით წავიდნენ და ბუნებაში კი მათი გადარჩენის შანსი ნაკლებია!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?