ძაღლის 14 ჯიში, რომლებიც გენეტიკურად ყველაზე ახლოს არიან მგელთან (უმეტესობა მათგანს ვერ წარმოიდგენდით)
ძაღლის 14 ჯიში, რომლებიც გენეტიკურად ყველაზე ახლოს არიან მგელთან (უმეტესობა მათგანს ვერ წარმოიდგენდით)
ყველა ძაღლის წინაპარი მგელია ან სხვა მგლისებრი ძუძუმწოვარი. არაერთი სპეციალისტი სწორედ, რომ მგელთან აიგივებს ძაღლის ვიზუალსა და ხასიათს, თუმცა, მათი კლასიფიკაცია საუკუნეების წინ მოხდა, როდესაც ძაღლი შინაური ცხოველი გახდა. ბოლო კვლევებმა გამოყო ძაღლის ის ჯიშები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან მგლებთან ახლო ნათესაურ კავშირში. კვლევაში 414 ძაღლი და 85 სხვადასხვა ჯიში მონაწილეობდა. შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.( ამის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ  National Geographic-ის პორტალზე.) 

სწორედ ქვევით ჩამოთვლილი ჯიშები გამოავლინეს სპეციალისტებმა დენ-ის ანალიზით, რომლის გენებიც ყველაზე მეტად დაემთხვა გარეული წინაპარის გენებს.

ში ცუ

Zooclub

მართალია, ამ პატარა ძაღლში მგლის და სხვა გარეული ცხოველის ვიზუალურ მსგავსებას ვერ იპოვით, თუმცა, ში
ცუ გენეტიკურად ერთ-ერთი მათგანია, რომელიც მგელთან ახლო ნათესაურ კავშირშია. ითვლება, რომ ეს ჯიში დაახლოებით ჩვ.წ.აღ.-მდე 800 წლის წინ მოაშენეს ჩინეთში.

პეკინესი

Zooclub

ისევე, როგორც ში ცუ, ამ დეკორატიულმა ჯიშმაც შეიძლება "იამაყოს" მგლის გენებით. სხვა ჯიშებთან შედარებით პეკინესის ხასიათი და ვიზუალი განსაკუთრებული აქვს. ში ცუს მსგავსად, ეს ჯიშიც ჩინეთში გამოიყვანეს.

სამოედი

Zooclub

სამოედი საოცრად სოციალური ჯიშია. როდესაც საქმე ეხება წინაპრებს, სამოედი მისი ვიზუალობითა და ხასიათით ყველაზე მეტად შეგვიძლია მივიჩნიოთ მგლების ახლო ნათესავად.

ლასა აპსო

Zooclub

ერთ-ერთი ჯიში, რომლის გენებიც ყველაზე ახლოს არის მგლის გენებთან. ის არ მიიჩნევა მინიატურული ძაღლის ჯიშად. ლასა აპსოს ჯიშის ძაღლები მონასტერში ბერებთან ერთად ცხოვრობდნენ ტიბეტში. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს ჯიში 4,000 წლის წინ მოაშენეს. ის საოცრად ერთგული ძაღლია. ეს სახეობაც იმ 14 სახეობას შორის არის, რომლებსაც გენურად მგელთან ახლო ნათესაური კავშირი აქვს.

ტიბეტური ტერიერი

Zooclub

ეს საშუალო ზომის ჯიშის ძაღლია, რომელიც ძალიან ჰგავს ლასა აპოს ჯიშს. როგორც მისი სახელი მიგვანიშნებს, მისი წარმომავლობა ტიბეტიდან არის. მკვლევარების თქმით, ტიბეტურ ტერიერსაც გენეტიკურად მგელთან ახლო ნათესაური კავშირი აქვს.

სალუკი

Zooclub

სალუკი ერთ-ერთი უძველესი ძაღლის ჯიშია. მკვლევარების თქმით, ისინი ჩვ.წ.აღ.-მდე 10, 000 წლის წინ არსებობდნენ. მან დღემდე არ დაკარგა თავისი გარეული ნათესავების გენები.

ავღანური მწევარი

Zooclub

ისევე როგორც სალუკი, ავღანური მწევარიც ძაღლის უძველეს ჯიშებს მიეკუთვნება. გენურმა ტესტებმა აჩვენა, რომ ამ ჯიშს მგელთან ძალიან ცოტა სხვაობა აქვს.

ციმბირული ჰასკი

Zooclub

ამ ჯიშს დღემდე იყენებენ ციმბირში, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო გადაადგილების საშუალებად გაუვალ თოვლში. უდავოა, მისი ვიზუალი მგელს მოგაგონებთ, თუმცა, გენური ტესტის შედეგადაც დიდი სხვაობა არ არის ამ ჯიშსა და მის გარეულ წინაპრებს შორის.

შარპეი

Zooclub

ისევე, როგორც უმეტესობა ჩინური ძაღლის ჯიშებისა, შარპეიც ძველ ჯიშებს მიეკუთვნება. მიუხედავად მისი გარეგნობისა, შარპეის გენები ძალიან ახლოს არის მგლის გენებთან. ამ ჯიშის წამომავლობა ძალიან ბუნდოვანია. არის რამდენიმე მოსაზრება მისი წარმომავლობის შესახებ, თუმცა, არა დაზუსტებული. ასევე, მკვლევარებმა აღმოაჩინეს ჩვ.წ.აღ.-მდე 206 წელს შექმნილი გამოსახულება, სადაც ცხოველია დახატული და ძალიან გავს ამ ჯიშს, თუმცა, დაზუსტებით არავის შეუძლია თქვას, რომ იმ დროს შარპეის სახეობა არსებობდა.

ბესენჟი

Zooclub

ეს ძალიან თბილი, ერთგული, საშუალო ზომის, მონადირე ჯიშის ძაღლია. მისი წარმომავლობა აფრიკიდან არის. როგორც სხვა გარეული ცხოველები მგლისებრთა ოჯახისა, ბესენჟიმ ყეფა არ იცის - ის ყმუის. ეს უძველესი ჯიშია და მას აქვს მგლის გენები.

შიბა ინუ

Zooclub

ზევით ჩამოთვლილი ძაღლების მსგავსად, შიბა ინუც უძველესი ძაღლების ჯიშს მიეკუთვნება. მისი წარმომავლობა ჩინეთიდან არის. ამ ჯიშს წვრთნიდნენ, რათა ენადირა ფრინველზე და კურდღელზე. თუმცა, დღეს ოჯახში კომპანიონი ძაღლის ფუნქციას ასრულებს. მისი დნმ აჩვენებს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახეობაა ძაღლის ჯიშებს შორის, რომელსაც მგლის გენები აქვს.

აკიტა

Zooclub

აკიტა იაპონელების საყვარელი ჯიშია. ის საუკეთესო დამცველი და ერთგულ ცხოველია. მისი წარმოშობაც მრავალ ათას წელს ითვლის. აკიტას გენებიც დიდად არ განსხვავდება მგლის გენებისგან.

ალასკური მალამუტი

Zooclub

ეს უზარმაზარი ჩრდილოური ჯიშია. ალასკური მალამუტი მოაშენეს მარხილში ჩასაბმელად და დღემდე იყნებენ მას, როგორც გადაადგილების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ალასკაზე. მისი  გარეგნობა ბევრს არ გააკვირვებს, რომ ალასკური მალამუტის გენები ძალიან ახლოს არის მგლის გენებთან.

ჩაუ-ჩაუ

Zooclub

ყველა ჩინურ ჯიშს შორის, ჩაუ-ჩაუ ყველაზე მეტად არის ახლო ნათესაურ კავშირში მგელთან. ეს ჯიში მოაშენეს დაახლოებით, ჩვ.წ.აღ.-მდე 150 წელს. მას მოდარაჯე ძაღლის ფუნქცია ჰქონდა.

ასევე იხილეთ:

ძაღლის 10 ჯიში ზარმაცი ადამიანებისთვის

როგორ შეიცვალა ძაღლის ჯიშები 100 წლის განმავლობაში

10 მიზეზი, თუ რატომ არის გერმანული ნაგაზი გამორჩეული ჯიში

zuba
პირველი,მეორე,მეოთხე და მეხუთე ზოგიერთი სხვაც ზედგამოჭრილი მგლები არიან ვერ შეედავები.
ggg
ყველა ძაღლს აქვს მგლის გენები, 90 პროცენტზე მეტი და ერთმანეთში ჯვარდებიან კიდეც ასე რომ ეს სტატია გასაკვირი არაა P.S. ადამიანსა და შიმპანზეს 98 პროცენტი გენები ემთხვევა ადამიანის და მცენარეების დაახლოებით 11 პროცენტი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?