დიდ ბრიტანეთში ოჯახმა ექვსთათიანი ლაბრადორის ლეკვი აიყვანა
დიდ ბრიტანეთში ოჯახმა ექვსთათიანი ლაბრადორის ლეკვი აიყვანა
ქალაქ კენტში (დიდი ბრიტანეთი), მედდა ლორენ სელმონის ოჯახმა მომშენებლისგან შავი შეფერილობის ლაბრადორის ლეკვის აყვანა გადაწყვიტა.

როდესაც ლორენის ოჯახის წევრები ლეკვის საყიდლად მომშენებელთან მივიდნენ, დაინახეს შვიდი კვირის ლეკვი, რომელსაც თანდაყოლილი პრობლემები აღენიშნებოდა - მას ოთხის ნაცვლად ექვსი თათი ჰქონდა. მათ შეეშინდათ, რომ ლეკვს დააძინებდნენ, ამიტომ მისი აყვანა გადაწყვიტეს - წერს გამოცემა The Daily Mail-ი.

ლეკვს რუ დაარქვეს, დისნეის ანიმაციური ფილმიდან კენგურუ რუს საპატივცემულოდ.

Zooclub

ცხოველი ვეტერინართან მიიყვანეს, ექიმები განიხილავენ, თუ რისი გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ ლეკვმა სიარული შეძლოს. ამჟამად, ლეკვი კენგურუსავით ორ თათზე
დახტის.

Zooclub

უჩვეულო გარეგნობის ლაბრადორის გარდა, სელმონების ოჯახში ჯეკ-რასელ-ტერიერი და კიდევ ორი კატა ბინადრობს.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ყველაზე
მეგობრული უსინათლო ქათამი


ყველაზე ბედნიერი ძაღლი, რომელიც თათების გარეშე დაიბადა

როგორ დაუმეგობრდა კურდღლისტუჩა და სხვადასხვა ფერის თვალების მქონე ბავშვი თავისივე მსგავს კატას?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?