ყველაზე მეგობრული უსინათლო ქათამი
ყველაზე მეგობრული უსინათლო ქათამი
რებეკა კემინგის ცხოვრება სრულიად შეიცვალა, როცა მის სახლში უსინათლო წიწილა გაჩნდა. გოგონას ყველა ეუბნებოდა, რომ წიწილა ვერ გადარჩებოდა და სახლიდან მოეშორებინა, თუმცა, მან ყველაფერი გააკეთა, რომ მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა.

რებეკა სოციალურ ქსელში კითხულობდა, როგორ უნდა ეზრუნა უსინათლო წიწილაზე, თუმცა, უმეტესობა მის სტატუსებს სკეპტიკურად აღიქვამდა.

გოგონამ ფრინველს მამბლი დაარქვა.

Zooclub

"რთული იყო მისი მოვლა. ყოველ დილით ვოცნებობდი სადმე მკვდარი არ მეპოვა, თუმცა, მამბლი მებრძოლი ბუნებისაა და გადარჩა."- ამბობს ქათმის პატრონი.

Zooclub

უსინათლო ფრინველი უკვე 1 წლის ხდება
და ძალიან ბედნიერია. ის ცხოვრობს მოსიყვარულე
ადამიანებთან და ცხოველებთან ერთად ჩრდილოეთ სამსეთში (დიდი ბრიტანეთი).

Zooclub


მამბლი მთელ დღეს ატარებს ძაღლების, კატების, კურდღლებისა და სხვა ფრინველების გარემოცვაში.
ის მეგობრობს ყველა ცხოველთან.

უსინათლო ქათამი ყველას უყვარს.

Zooclub

მამბლის სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდიც აქვს, სადაც 25 ათაზე მეტი მეგობარი ყავს.

Zooclub

რებეკა სოციალურ ქსელში რჩევებით ეხმარება იმ ადამიანებს, რომლების შეზღუდული შესაძლებლობების ფრინველებს უვლიან.

Zooclub
Zooclub

"მამბლი გარშემომყოფებს ისეთ სითბოსა და სიყვარულს უნაწილებს, რომ მე მისით ვამაყობ."- ამბობს რებეკა.

ასევე იხილეთ:

მის ძაღლს მგელი მიუახლოვდა, პატრონი ყველაზე საშინელს მოელოდა, თუმცა...

ჩემი მეორე საძინებელი ოთახი კატების თავშესაფრად ვაქციე!

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?