ჩემი მეორე საძინებელი ოთახი კატების თავშესაფრად ვაქციე! (+ფოტო)
ჩემი მეორე საძინებელი ოთახი კატების თავშესაფრად ვაქციე! (+ფოტო)
უკვე წელიწადნახევარია, რაც კატებს ვეხმარები. ამ დროის განმავლობაში 24 კატას ვუშველე. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ფეისბუქზე ცხოველების ერთ-ერთმა დამცველმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ სასწრაფოდ სჭირდებოდათ შემფარებელი ოჯახი დედა კატისთვის და ორი კნუტისთვის. გადავწყვიტე მეცადა და... მერე ვეღარ გავჩერდი... 

ცდამ შთამაგონა გამეგრძელებინა დამოუკიდებლად დახმარება. ახლა ვიჭერ უსახლკარო და ველურ კატებს. ბინაში ჩემი მეორე საძინებელი თავშესაფრად ვაქციე.

ყველა კატას ვეხმარები, სანამ ისინი საზოგადოებასთან ადაპტაციას გაივლიან. ამის მერე ან ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაძლევ მიკედლების სტატუსით,
ან ვაბარებ თავშესაფარში, სადაც არ ხდება ცხოველების დაძინება, ან ვპოულობ მათთვის სახლს. იყო შემთხვევა, როდესაც ჩემი აყვანილი რამოდენიმე ველური კატა ვერ შეეგუა საზოგადოებას.
ასეთ შემთხვევაში მათ სტერილიზაციას ვუკეთებ და ვუშვებ ქუჩაში.

ველური კატებიდან ორი რეგულარულად მაკითხავენ სახლში და მათ ვაჭმევ ხოლმე. ზოგი კატა ძალიან მეგობრულია და ისინი საერთოდ არ საჭიროებენ სოციალიზაციას!
მე მათ ჩემს შვილობილებს ვეძახი.

იხილეთ ფოტოგალერეა

გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?