მის ძაღლს მგელი მიუახლოვდა, პატრონი ყველაზე საშინელს მოელოდა, თუმცა...
მის ძაღლს მგელი მიუახლოვდა, პატრონი ყველაზე საშინელს მოელოდა, თუმცა...
ზოგჯერ ისეც ხდება, როდესაც ცხოველისგან ყველაზე ცუდს მოელი, თუმცა, სამაგიეროდ ის მეგობრობას გთავაზობს.

ნიკ ჯანი მეუღლესთან და ლაბრადორ დაკოტასთან ერთად ალასკის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ერთ დღეს ოჯახი ძაღლს ასეირნებდა, როცა ტყიდან შავი უზარმაზარი მგელი გამოვიდა და პირდაპირ დაკოტასკენ გაემართა.

Zooclub

ნიკი შეშინებული უყურებდა და ყველაზე ცუდს მოელოდა, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა...

საბედნიეროდ, მგელი მეგობრულად მიუახლოვდა ძაღლს, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ მათ ერთად თამაში დაიწყეს.

"გაოცებული ვარ, ჩემი თვალით რომ არ მენახა და ფოტოზე არ გადამეღო ეს ყველაფერი, არ დავიჯერებდი. წლებია, ალასკაზე
ვცხოვრობ, ასეთი მეგობრული და კონტაქტური გარეული ცხოველი, მითუმეტეს მგელი ჯერ არ მინახავს."- ამბობს ნიკი.

ნიკმა
მგელს რომეო დააქვა. გარეული ცხოველი ყოველ დღე გამოდიოდა ტყიდან მიდიოდა ძაღლებთან და ეთამაშებოდა. ადამიანებთან ურთიერთობასაც არ ერიდებოდა. მას ზოგჯერ მიჰქონდა ნადავლი, რათა თავისი მეგობარი ძაღლებისთვის ეწილადა.

Zooclub

რომეოს საქციელი ყოველგვარ კანონზომიერებას არღვევდა ბუნებაში.

Zooclub

ჩვეულებრივ, მგლები ასე არ იქცევიან. ძაღლებმაც ის თბილად მიიღეს და ყოველ დილით ელოდებოდნენ, როდის მივიდოდა რომეო მათ სანახავად.
სამწუხაროდ, ადამიანებისა და ცხოველების მოყვარული რომეო მონადირეების მიერ იქნა მოკლული.

Zooclub

ნიკმა და მისმა მეგობრებმა რომეოს საპატივცემულოდ გააკეთეს მემორიალი, სადაც წერია: რომეო - მეგობრული შავი მგელი, რომელიც ცხოვრობდა ამ ველურ ბუნებაში.

Zooclub

ნიკმა გადაწვიტა რომეოს წიგნი მიუძღვნას "მგელი, რომელსაც რომეო ერქვა".

Zooclub

"მინდა, იმ ადამიანებმა, რომლებიც რომეოს იცნობდნენ, არასოდეს დაივიწყონ. ის მუდამ ჩემს მეხსიერებაში დარჩება, როგორც ყველაზე მეგობრული, მხიარული და უცნაური ტყის ბინადარი." - ამბობს ნიკი.

ასევე იხილეთ:

მგელმა სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანზე ძლიერია.. რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი..

შვლის ნუკრი ტყიდან გამოვიდა და ადამიანებს მიეგება

გადარჩენილი ძაღლების ისტორიები

ქართველი
ვინც ხელში იარაღს დაიჭერს ყველა მონადირე არააა... მე ვნადირობ, მომიკლავს და კიდევაც მოვკლავ... და კაი "პურის მჭამელი" მოქეიფე ადამიანების მიერ, მი..ულ მო..მული ბუნებაც მინახავს, აი მანდ ადგება ყველაზე დიდი ზიანი ბუნებას
manana-sh
ცისო, რას ერჩი გიოს? ალბათ აზრი ვერ გამოტანე მისი კომეტარიდან!
ცისო
გიო - თქვენ სასტიკი ადამიანი ხართ
lali
ძალიან მეტკინა გული, ვერ ვიტან ვერც ნადირობას და ვერც თევზაობას. საბრალო ცოცხალ არსებებს სიცოცხლეს ვუსპობთ, მხოლოდ იმიტომ რომ კუჭი გავიძღოთ, თუმცა ამ შემთხვევაში მგელს რას ერჩოდნენ ვერ გავიგე, თუ ასე უწყინარი იყო. მისი ხორცი არ იჭმევა და სხვა რა დანაშაული ჰქონდა საბრალოს. მოკლედ ადამიანების სისასტიკეს საზღვარი არა აქვს
leila
ამოვიდა კელსი რა ადამიანების სისასტიკე,სუსტებზე ნადირობა და საერტოდ სიცოცხლისადმი უპატივცემულობა,ცჰვენ,ტვიტოეულმა ცჰვენტაგანმა ოდზახსივე უნდა სჰტავაგონოტ ბავსჰვებს ცხოველებისადმი სიკვარული,მემგონი ადამიანებისადმისაც კი უკვე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?