როგორ დაუმეგობრდა კურდღლისტუჩა და სხვადასხვა ფერის თვალების მქონე ბავშვი თავისივე მსგავს კატას?
როგორ დაუმეგობრდა კურდღლისტუჩა და სხვადასხვა  ფერის თვალების მქონე ბავშვი თავისივე მსგავს კატას?
ოკლაჰომაში (აშშ) მცხოვრები 7 წლის მედენი კურდღლის ტუჩითა და ჰეტეროქრომიით დაიბადა. მას, უჩვეულო გარეგნობის გამო, სკოლაში ბავშვების უმეტესობა დასცინოდა და ბიჭი სახლში ყოველთვის სევდიანი ბრუნდებოდა. საბედნიეროდ, ბავშვის მშობლებმა გამოსავალი იპოვეს.

როდესაც მედენის დედამ, ქრისტინა ჰომფრისმა, შემთხვევით სოციალურ ქსელში მეგობრის გვერდზე გაზიარებული უპატრონო კატის ფოტო ნახა, მიხვდა, რომ ცხოველი მათი ოჯახის წევრი უნდა გამხდარიყო.

Zooclub

"მას არა მარტო კურდღლის ტუჩი აქვს, როგორც ჩვენს 7 წლის შვილს, არამედ თვალის ჰეტეროქრომია ისევე, როგორც მედინას. მათი ბედია, საუკეთესო მეგობრები გახდნენ", - ამბობს ბავშვის მშობელი.

Zooclub
დაუმეგობრდა კურდღლისტუჩა და სხვადასხვა ფერის თვალების მქონე ბავშვი თავისივე მსგავს კატას?" />

ბიჭი და კატა, რომელსაც მუნი დაარქვეს, შეხვედრიდან რამდენიმე დღეში დამეგობრდნენ.

Zooclub

"სპონტანურ გადაწყვეტილებებს ჩვეულებრივ არ ვიღებთ, მაგრამ
მუნი პირველივე ნახვაზე შეგვიყვარდა. მედენი და კატა იდეალური კომპანიონები არიან. ბოლო დროს ისინი ძალიან შეეჩვივნენ ერთმანეთს", - ამბობს ბავშვის დედა.

ასევე იხილეთ:

ძაღლს პატრონი ყოველ დღე სამსახურში დაჰყავს

შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვი და სამფეხა კნუტი განუყრელი მეგობრები გახდნენ

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის ერთადერთი მეგობარი ... ძაღლის დამოკიდებულება მისდამი ცრემლისმომგვრელია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?