უჩვეულო გარეგნობის ძაღლმა არაერთი ადმიანის გული დაიპყრო
უჩვეულო გარეგნობის ძაღლმა არაერთი ადმიანის გული დაიპყრო
უდავოა, რომ ყველა ძაღლი ერთმანეთისგან გარეგნულად განსხვავდება და ყოველ მათგანს ინდივიდუალური ხასიათი აქვს. ძაღლი, რომელიც ტაილანდში ცხოვრობს, მართლაც, განსაკუთრებულია, რაც მისი გარეგნობის დამსახურებაა.

ძაღლი ლაქი 2 წლისაა. ის ტაილანდში მზრუნველ პატრონთან ერთად - ჩარის ფა ჩასთან ცხოვრობს. გოგონამ ოთხფეხა ბინადარი რამდენიმე კვირის წინ აიყვანა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ძაღლმა მოასწრო, პატარა ვარსკვლავი გამხდარიყო.

Zooclub

"სოციალურ ქსელში შემთხვევით ვნახე, რომ ლაქის მზრუნველი პატრონი სჭირდებოდა. როდესაც მის სახეს შევხედე, მივხვდი, რომ მე ის მჭირდებოდა და მაშინვე დავუკავშირდი შემფარებელს და ძაღლი სახლში წამოვიყვანე", - ამბობს
ჩარისი.

Zooclub

როდესაც გოგონამ ძაღლი სახლში მიიყვანა, ვერც წარმოიდგენდა, რომ ცხოველი პოპულარული გახდებოდა. ჩარისმა ფოტოები ფეისბუქის ერთ-ერთ
ცხოველთა ჯგუფში გაავრცელა. ამ ფოტოებს 11 ათასამდე მოწონება და არაერთი თბილი კომენტარი მოჰყვა.

Zooclub

სხვადასხვა ფერის თვალებმა და ლაქამ, რომელიც წარბს მოგაგონებთ, ძაღლს პოპულარობა მოუტანა. მიუხედავად უჩვეულო გარეგნობისა, ლაქი სრულიად ჯანმრთელია. ადამიანები ხშირად ინტერესდებიან, თუ რამდენად კარგი მხედველობა აქვს ძაღლს. პატრონი აღნიშნავს, რომ ლაქი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და ამაში სხვადასხვა ფერის თვალები ხელს არ უშლის, რაც ჰეტეროქრომიით არის გამოწვეული.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

ელამი კატა, რომელსაც სოციალურ ქსელებში ათასობით თაყვანისმცემელი ჰყავს

ძაღლი ადამიანის იერით, სოციალური ქსელის მომხმარებლებში შიშის განცდას იწვევს

ვიტილიგო ძაღლებსაც ემართებათ: 12 საოცარი მაგალითი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?