გერმანული ნაგაზი, იშვიათი დაავადების გამო, სამუდამოდ ლეკვად დარჩება
გერმანული ნაგაზი, იშვიათი დაავადების გამო, სამუდამოდ ლეკვად დარჩება
ლეკვი, რომელიც კეთილი თვალებით იყურება, რთულია, წარმოიდგინო, რომ სინამდვილეში უკვე ზრდასრული, სუფთა სისხლის გერმანული ნაგაზია, რომელიც იშვიათი მუტაციის შედეგად, მთელი ცხოვრება პატარა დარჩება, - წერს გამოცემა Daily Mail-ი.

ორი წლის ძაღლი, სახელად რეინჯერი, არიზონაში მზრუნველ ოჯახთან ერთად ცხოვრობს.  მას პატარაობისას, პარაზიტებისგან ინფექცია შეეჭრა. მკურნალობა რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა, ერთ-ერთი უკუჩვენება იშვიათი დიაგნოზი იყო, რის შედეგადაც ის "ლილიპუტი" დარჩა. პატრონებს თავიდან სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდათ ამ იშვიათი დაავადების მიმართ, მაგრამ დროთა განმავლობაში შეეგუვნენ და თავიანთი შინაური ცხოველი შეიყვარეს ისეთი, როგორიცაა.

რეინჯერმა და მისმა
ოჯახმა რთული გზა გაიარეს, რადგან დაავადების გამო, გერმანული ნაგაზის კანი ძალიან აიქერცლა, რის შედეგადაც ცხოველი
დიდი რაოდენობით ბეწვს კარგავდა. გამორჩეულმა "ლეკვმა" იმ ადგილობრივი კომპანიის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც სპეციალურად მისთვის დაამზადა თხის რძის საპონი, რამაც მისი კანის პრობლემები მოაგვარა.

Zooclub

რეინჯერს ზრდასრული ძაღლის გარეგნობა არასოდეს ექნება, მაგრამ მის ბედნიერ ცხოვრებას ხელს არ უშლის. ძაღლი აქტიურად მონაწილეობს ფოტოსესიებში, ხოლო "ინსტაგრამზე" მისი ხელმომწერთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ამჟამად, დიდი "ლეკვის" ცხოვრებას 80 ათასზე მეტი ადამიანი თვლას ადევნებს.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ძაღლი, სახელად კუპერი, რომელიც დაბადებიდან ძალიან ჰგავს მულტიპლიკაციური ფილმის გმირს

კატამ ჩამოკიდებული კანით პირველად იგრძნო ადამიანების სითბო და სიყვარული

დიდ ბრიტანეთში ოჯახმა ექვსთათიანი ლაბრადორის ლეკვი აიყვანა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?