თანამშრომლების სტრესის დასაძლევად, კომპანიები თერაპევტ ძაღლებს ქირაობენ
თანამშრომლების სტრესის დასაძლევად, კომპანიები თერაპევტ ძაღლებს ქირაობენ
სტრესი სამსახურში - გავრცელებული პრობლემა, რომელიც არა ერთ თანამშრომელზე აისახება და თითქმის ყველა სფეროს ეხება. სიახლე დასაქმებაში - აშშ-ს სხვადახვა კომპანიებმა შეიმუშავეს გეგმა, თუ როგორ უნდა დაეხმაროს თანამშრომლებს სტრესის დაძლევაში.

იმ ადამიანებს, რომლებსაც დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვთ და მუშაობენ სტრესულ გარემოში, ძაღლი თერაპევტები დაეხმარებიან. ამის შესახებ წერს გამოცემა "Marketwatch"-ი.

მაგალითად, შერონ აბრამჩი, რომელიც ჰარტფორთში (აშშ, კონეკტიკუტის შტატი) ცხოვრობს, ჯანმრთელობის სადაზღვევო კომპანიაში აღმასრულებელ ასისტენტად მუშაობს. იგი სამუშაო დღის მანძილზე არც ისე იშვიათად განიცდის შფოთსა და სტრესს, თუმცა, ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ერთ მშვენიერ
დღეს მის ოფისში ძაღლები - რუბი, ჩეიზი, ბო და ჯესიკა მივიდნენ. შერონმა აღიარა, რომ ძაღლების
გარემოცვაში შინაგანი შფოთვა საგრძნობლად შემცირდა.

თერაპევტი ძაღლი შეუცვლელი დამხმარეა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების ჯგუფებთან მუშაობს. იგი კარგად ართმევს თავს სამუშაოს კლინიკაში ან განსხვავებული უნარების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილ ცენტრში. გარდა ამისა, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი, გამოცდების დროს, სტუდენტებს ფსიქოლოგიურად ეხმარება.

ასევე იხილეთ:

დამკრძალავმა ბიურომ, ჭირისუფლების დასამშვიდებლად, ძაღლი- თერაპევტი აიყვანა

სტომატოლოგთან მისულ ბავშვებს ოქროსფერი რეტრივერი შიშის დაძლევაში ეხმარება

შვედმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ძაღლი პატრონს სიცოცხლეს უხანგრძლივებს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?