სტომატოლოგთან მისულ ბავშვებს ოქროსფერი რეტრივერი შიშის დაძლევაში ეხმარება
სტომატოლოგთან მისულ ბავშვებს ოქროსფერი რეტრივერი შიშის დაძლევაში ეხმარება
ჯოჯო ექვსი წლის გაწვრთნილი ოქროსფერი რეტრივერია, რომელიც ნორტბრუკში (ილინოისის შტატი, აშშ) ბავშვთა სტომატოლოგიის განყოფილებაში მუშაობს და  შეშინებულ პატარა პაციენტებს ამშვიდებს.

"ჯოჯო ინტუიციურად გრძნობს იმ ადამიანებს, რომლებსაც მისი დახმარება სჭირდებათ", - ამბობს ძაღლის მწვრთნელი, ლინ რაინი.

ლინ რაინი აღნიშნავს, რომ ჯოჯოს პაციენტთან სიახლოვე, ოჯახებს სტომატოლოგის მომსახურების საფასურის შემცირებაში ეხმარება. საქმე ის არის, რომ ზოგიერთ პაციენტს არ შეუძლია მშვიდად გაიაროს პროცედურა და მათ დამამშვიდებელი ინექციის გაკეთება ესაჭიროებათ, მაგრამ როდესაც ძაღლი მათთან ერთად სტომატოლოგის სავარძელში წევს, ისინი ნარკოზის გარეშეც მშვიდდებიან.

Zooclub

"ისინი უბრალოდ უყურებენ
ძაღლს, ეფერებიან, სანამ სპეციალისტი პირის ღრუში მუშაობს", - ამბობს ჯოჯოს მწვრთნელი.

Zooclub

ამის მაგალითი 4 წლის
სოფიაა.

Zooclub

როდესაც მშობლებს ბავშვი ექიმთან მიჰყავდათ, მისთვის ეს ისეთი ტრავმა იყო, რომ პატარა სოფიას საერთო ნარკოზს უკეთებდნენ, თუმცა, ჯოჯოს გამოჩენით, ყველაფერი შეიცვალა. გოგონას სტომატოლოგის შიში აღარ აქვს მას შემდეგ, რაც ძაღლი მის მუხლებზე წვება და ეფერება.

ასევე იხილეთ:

ამ ფოტომ და დედის წერილმა ათასობით ადამიანს გული აუჩუყა

5 საოცარი ნიშანი, რასაც ძაღლი ადამიანისგან გრძნობს

კატა, სახელად "ძაღლი", შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის დამხმარე ძაღლებს წვრთნის
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?