დამკრძალავმა ბიურომ, ჭირისუფლების დასამშვიდებლად, ძაღლი- თერაპევტი აიყვანა
დამკრძალავმა ბიურომ, ჭირისუფლების დასამშვიდებლად,  ძაღლი- თერაპევტი აიყვანა
ინგლისის ქალაქ შრევსბერში უცნაური ძაღლი ბესილი ცხოვრობს. ცხოველი მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობას ასრულებს - იგი დამკრძალავ ბიუროში (Clive Pugh Funeral Director) გარდაცვლილის ნათესავებს ამშვიდებს.

მისი მოვალეობაა დაამშვიდოს და გვერდით დაუდგეს ჭირისუფლებს.

Zooclub

ბესილი დამწუხრებულ ადამიანებს ხვდება შენობის შესასვლელთან და სასთუმლამდე აცილებს, ხოლო შემდეგ მგლოვიარის მუხლებზე თავს დებს და ნებას რთავს, მოეფერონ. ეს ნამდვილად შველის. საქმე არა მარტო ფსიქოლოგიაშია - სპეციალისტებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ცხოველი არეგულირებს არტერიულ წნევას, ამცირებს სტრესს და  ხელს უწყობს სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონი) გამომუშავებას.

Zooclub

ბიუროს წარმომადგენლებს ზოგიერთი ჭირისუფალი სთხოვს, ბესილი
დაკრძალვის პროცედურასაც დაესწროს. ერთ დღეს კომპანია აწყობდა ახალგაზრდა ქალის დაკრძალვას, რომელსაც ორი პატარა შვილი დარჩა.
ბავშვები ცერემონიალით შეშინებულები იყვნენ, თერაპევტმა ძაღლმა ისინი დაამშვიდა. მსგავსი შემთხვევა არაერთხელ მომხდარა. 

Zooclub

"ბესილი მფარველი ანგელოზია. ის ხვდება, ვის სჭირდება მისი დახმარება და მას გვერდიდან არ შორდება. ეს მართლაც, რომ დიდი შვებაა მათთვის, ვინც ახლობელი ადამიანი დაკარგა", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.  

ასევე იხილეთ:  

ძაღლები ბავშვებს შიშის დაძლევაში ეხმარებიან

5 საოცარი ნიშანი, რასაც ძაღლი ადამიანისგან გრძნობს

კატების ფარული სამკურნალო თვისებები დამტკიცებულია - განსაკუთრებით ქალებისთვის!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?