შვედმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ძაღლი პატრონს სიცოცხლეს უხანგრძლივებს
შვედმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ძაღლი პატრონს სიცოცხლეს უხანგრძლივებს
შვედების მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა 3.4 მილიონი ადამიანის პირადი საქმე, რომელთა ასაკიც 40-დან 80 წლამდე მერყეობდა, რათა გაერკვიათ, ახდენს თუ არა ძაღლი პატრონის გულ-სისხლძარღვთა დაავადებაზე დადებით გავლენას. აღმოჩნდა, რომ შინაურ ცხოველთა მფლობელების სიკვდილის რისკი გულის დაავადებებით ან სხვა მიზეზით, ძალიან დაბალია.


კვლევის მიზანი იყო, გაერკვიათ, აქვს თუ არა ძაღლს რაიმე უპირატესობა პატრონის ჯანმრთელობასა და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც შინ ცხოველი არ ჰყავს. 

შვედეთში ყოველ ადამიანს აქვს უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი. კლინიკაში ვიზიტისას, პაციენტები რეგისტრირდებიან ეროვნულ მონაცემთა ბაზაში, რომელიც დეპერსონალიზაციის შემდეგ
მკვლევართათვის ხელმისაწვდომი ხდება. 2001 წლიდან, სახელმწიფოში ძაღლის მფლობელთა რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. პირადი მონაცემების საფუძველზე, სპეციალისტებმა
გააკეთეს აღმოჩენა, არის თუ არა კავშირში შინაური ცხოველი პატრონის ჯანმრთელობასთან.

"საინტერესო აღმოჩენის შედეგად, დადგინდა, რომ ძაღლი იმ ადამიანის ჯანმრთელობისთვის დამცავი ფაქტორია, რომელიც მარტო ცხოვრობს. ასეთი ადამიანების გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა რისკი ბევრად მეტია, ვიდრე მათი, ვინც ნათესავების გარემოცვაშია.

მარტოხელა ადამიანის ცხოვრებაში,  შესაძლოა, ძაღლი გახდეს ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი. 12-წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ძაღლის მარტოხელა პატრონების ნაადრევი სიკვდილის რისკი 33%-ით მცირეა, ხოლო 11 %-ით ნაკლებია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ალბათობა. კვლევის შედეგად კიდევ ერთი საინტერესო დასკვნა გამოვლინდა: მონადირე ჯიშის მფლობელთა ჯანმრთელობა ბევრად დაცულია," - ამბობს უფსალას უნივერსიტეტის სამედიცინო კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი და კვლევის ავტორი მვენია მუბანგა (Mwenya Mubanga)).

"უდავოა, ძაღლის პატრონს ბევრად მეტი ფიზიკური დატვირთვა აქვს. ეს მისი ჯანმრთელობის ერთ-ერთი მიზეზია. გარდა ამისა, სახლში ცხოველის ყოლა და მასზე ზრუნვა დადებითად აისახება  მფლობელზე. კიდევ ერთი ფაქტორი, ბაქტერიული მიკროფლორების ზემოქმედებაა, რომელიც ადამიანის იმუნიტეტს აძლიერებს", - ამბობს ეპიდემიოლოგიის პროფესორი და  კვლევის ერთ-ერთი ავტორი  ტუვე ფოლი (Tove Fall).

"შესაძლოა, ძაღლის აყვანის გადაწყვეტილებას იღებს ის ადამიანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აქტიურობა კომპანიონ ცხოველთან ერთად ხანგრძლივ სეირნობის საშუალებას აძლევს. ასევე, შესაძლებელია, ზოგიერთმა აიყვანოს ძაღლი, რათა დიდი დრო გაატაროს სუფთა ჰაერზე და აქტიურად იმოძრაოს. შვედეთში ჩატარებული კვლევის შედეგების ექსტრაპოლატი  შეიძლება მორგებული იყოს  იგივე კულტურის მქონე, ევროპის სხვა ქვეყნებთან", - ამბობს ტუვე ფოლი.

წყარო: uu.se

ასევე იხილეთ:

შინაური ბინადრები უარყოფილ და მიტოვებულ ადამიანებს სტრესის დაძლევაში ეხმარებიან

მეცნიერებამ მოუძებნა ახსნა იმ ფაქტს, რომ ძაღლებს "ცუდი" ადამიანების ამოცნობა შეუძლიათ

სპეციალისტებმა დაამტკიცეს რომ ადამიანების მსგავსად, პრობლემებზე ფიქრის დროს, ძაღლებს ღამე დაძინება უჭირთ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?