ეს ძაღლი თავის ოჯახთან შესახვედრად მიდის, მაგრამ როგორი რეაქცია აქვს მისი ხილვისას პატრონს? (ემოციური ვიდეო)
ინტერნეტ სივრცეში ათასობით ვიდეოა გავრცელებული, სადაც ნაპოვნი შინაური ცხოველი რამდენიმე დღის, კვირის თუ წლის შემდეგ პატრონს პირველად ხვდება. ჩვეულებრივ, ცხოველები წარმოუდგენელ სიხარულს განიცდიან საყვარელი ადამიანის ხილვისას, განსაკუთრებით კი ძაღლები, თუმცა, ამ ვიდეოში ყველაფერი პირიქით არის.

როგორც ჩანს, ვიდეოს მთავარი გმირი ძაღლი თავის ოჯახს განსაკუთრებით უყვართ. ამიტომ, როდესაც ის დაიკარგა, პატრონები ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობდნენ და არა ერთ ხერხს მიმართეს მისი პოვნისთვის.

საბედნიეროდ, ათი დღის შემდეგ, ძაღლი ცხოველთა მოყვარულებმა იპოვეს და სახლში დააბრუნეს. ალბათ არასოდეს გინახავთ ვინმეს ასე გამოეხატოს თავისი ბინადრის
დაბრუნებისგან მიღებული სიხარული - ოჯახის უფროსი საყვარელ ძაღლს ეხუტება და ბედნიერების ცრემლი სდის.

ეს ნამდვილი სიყვარულია და
ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ, იხილეთ ვიდეო.

ასევე იხილეთ:

დაკარგული ძაღლები - ანუ, როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს ბინადრებს

მოპარული ძაღლი პატრონებმა ერთი წლის შემდეგ საშინელ მდგომარეობაში იპოვეს

ქარიშხლის დროს დაკარგული კატა პატრონთან 14 წლის შემდეგ დაბრუნდა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?