error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/ed6591bb9026caaf498b502f54b7bc09.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
მოპარული ძაღლი პატრონებმა ერთი წლის შემდეგ საშინელ მდგომარეობაში იპოვეს
მოპარული ძაღლი პატრონებმა ერთი წლის შემდეგ  საშინელ მდგომარეობაში იპოვეს
ოჯახს მოპარული ძაღლი ერთი წლის შემდეგ დაუბრუნდა. ის შემთხვევით აღმოაჩინეს სპეცოპერაციის დროს, რომელიც სამხრეთ კაროლინაში, კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარდა. მათ საშინელ პირობებში  ჰყავდათ მამლები, რომლებსაც ჩხუბისთვის იყენებდნენ და საცოდავი ფრინველების ხარჯზე ფულს შოულობდნენ.

Zooclub

2015 წლის 29 მარტს  დააპატიმრეს 27 ადამიანი, რომლებიც ამ საქმით იყვნენ დაკავებულები. ფრინველებს შორის იპოვეს ეზოში დაბმული პიტბულიც, რომელსაც 10 ახალშობილი ლეკვი ჰყავდა.

Zooclub

სპერცოპერაციის კადრები პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა ადგილობრივი ტელევიზიით. ოჯახმა, რომელმაც ერთი წლის წინ ძაღლი დაკარგა, შემთხვევით ამოიცნო თავისი ოთხფეხა ბინადარი, სახელად ნინა. ისინი მისი დანახვით შოკში იყვნენ.

ნინა 2013 წელს სახლის ეზოდან
გაუჩინარდა. ის პატრონმა რამდენიმე წუთით ეზოში გაუშვა, როცა მოიკითხეს ძაღლი აღარსად ჩანდა. მას თითქმის ერთი
წელი ეძებდნენ, თუმცა, უშედეგოდ. 

როდესაც ნინა იპოვეს, ძაღლი საშინლად გასაცოდავებული იყო - ჯაჭვით დაბმული, გამხდარი და დათრგუნული.

Zooclub

"ნინა არასოდეს დაგვიბია ჯაჭვით, მას შვილივით ვუვლიდით. ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ყველაზე ბედნიერი ძაღლი იყო, სანამ მოგვპარავდნენ. ახლა ის ძალიან დათრგუნულია. უკვე ჩვენთან არის თავის ლეკვებთან ერთად, მკურნალობის კურსს გადის, თუმცა, ძაღლმა დიდი სტრესი მიიღო. მადლობა ღმერთს, რომ დავიბრუნეთ."- ამბობს ძაღლის პატრონი.

ლეკვები ერთი თვის შემდეგ გაჩუქდებიან. ოჯახს პატარების გაჩუქებაში ადგილობრივი ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია დაეხმარება. ნინას პატრონების სურვილია, ლეკვები  გაჩუქდნენ სანდო ადამიანებზე, რომლებიც ისევე უგულოდ არ მოეცევიან ნინას შვილებს, როგორც მას მოექცნენ.

ასევე იხილეთ:

გერმანიაში 150 000 ევროდ ღირებული შინაური მტრედი მოიპარეს

დაკარგული ძაღლი სახლიდან 4 ათასი კილომეტრის დაშორებით იპოვეს

სად იპოვა მამაკაცმა თავისი მოპარული ძაღლი ერთი წლის შემდეგ?

ნინა–ს
ეეეჰ ნინა, ნინაააა, ცოტაც დაიცადე და თავად დაგიკავშირდებიან თეთრხალათიანები.
lela
მინდა ნინას ლეკვი და როგორ დავუკავშირდე მათ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?